ჩაბარების ვადა:
1 ოქტომბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT32109 - ტენდერი იგოეთი ჰესის ზეთიანი ამომრთველებისა და საჰაერო გამთიშველების რემონტზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 1 ოქტომბერი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს იგოეთი ჰესის ზეთიანი ამომრთველებისა და საჰაერო გამთიშველების რემონტთან დაკავშირებით:
#17/09-GIEC-Hydro/Rehab-S-26
სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი
თანდართული დოკუმენტაცია:
- დანართი #1 - იგოეთი ჰესის ცალხაზოვანი სქემა
- დანართი #2 - მოწყობილობის ინსპექტირების აქტი
- დანართი #3 - მოწყობილობების ჩამონათვალი და ტექნიკური მახასიათებლები
წინადადების წარდგენის წესი:
- ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი 17:00 სთ, 2026 წელი
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დალუქულ კონვერტში. დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, ნომერი #17/09-GIEC-Hydro/Rehab-S-26
- კომერციული წინადადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელი საბუთი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლება მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ნიკა კიღურაძე
551 91 05 73
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ავთანდილ მანჯავიძე
595 71 12 72
ტენდერის კატეგორია:
- 50532000 ელექტრონული მანქანა-დანადგარების, აპარატურისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება