ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32157 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 სექტემბერი 2026 დრო 18:40
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

ტენდერი ცხადდება შემდგომში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები.

ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს. ამასთან, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 3 (სამი) თვით ადრე რომელიმე მხარეს არ ექნება პრეტენზია ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება ერთჯერადად გაგრძელდება დამატებით 12 (თორმეტი) თვით.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი: 2026 წლის 10 ოქტომბერი.

დაზღვეულთა რაოდენობა ~ 304 ადამიანი (გადანაწილება დაზღვეული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების რაოდენობის შეადგენს დაახლოებით 67-33%).

ტერმინთა განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია დაზღვევის შინაარსთან დაკავშირებით იხილეთ ატვირთულ დოკუმენტში (RFP).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და შესაძლებლობა - ბანკს მოემსახუროს საქართველოს ყველა რეგიონში.
  • კომპანიამ დაზღვეულები უნდა უზრუნველყოს ელექტრონული პორტალით.
  • მომსახურების შესასრულებლად კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში კომპანიას აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შემოთავაზებული ტარიფი იქნება ფიქსირებული. კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს მომსახურების საფასურის გადახედვა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლარსა და ლარს შორის გადააჭარბებს 4.0-ს ამასთან მომსახურების საფასურის ცვლილება მოხდება მხოლოდ ბანკის თანხმობით და მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი დამატებითი შეთანხმებით;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.

აუცილებელი მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილეობისათვის, ზემოაღნიშნული სადაზღვევო პირობების დაკმაყოფილების გარდა დამზღვევი უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურების კუთხით შემდეგ პირობებს:

  • შემოთავაზებული უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც უნდა ანაზღაურდეს ბანკის უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული არასტანდარტული შემთხვევები (მათ შორის კონკრეტული პაკეტის ფარგლებში ლიმიტის ამოწურვა) ჯამურად არანაკლებ 50,000 ლარის ოდენობით, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა გავრცელდება ყველა დაზღვეულზე;
  • შენარჩუნებული უნდა იყოს თანამშრომლისა და მისი დაზღვეული ოჯახის წევრის შესაძლებლობა მიმართოს ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას მისი შეხედულებისამებრ, ანაზღაურება მოხდება შესაბამისი პაკეტის მიხედვით (როგორც პროვაიდერ ასევე არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში);
  • მოსარგებლეს უნდა შეეძლოს, მიიღოს მიმართვები ონლაინ პორტალის საშუალებით, როგორც პროფილაქტიკურ ასევე გეგმიურ მომსახურებებზე.
  • მზღვეველი ვალდებულია დაზღვეულის სურვილის შემთხვევაში, დააზღვიოს დაზღვეულის ოჯახის წევრები მათი ასაკის შეუზღუდავად (მეუღლე და შვილ(ებ)ი / გერ(ებ)ი);
  • მოცდის პერიოდის არ არსებობა ანაზღაურების მისაღებად;
  • ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადაზღვევო პოლისს თავისი შეხედულებისამებრ დაამატოს დაზღვეულის ოჯახის ახლად შეძენილი წევრები;
  • დაზღვეულს უნდა ჰქონდეს უფლება სადაზღვევო წლის განმავლობაში ახლად მიღებული თანამშრომლების დაზღვევის (ინდივიდუალური სადაზღვევო წლის გათვალისწინებით);
  • ბანკს უნდა შეეძლოს თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში/ხელშეკრულების მოშლის დადგომის შემთხვევაში გააუქმოს თანამშრონმლის დაზღვევა;
  • სამედიცინო მომსახურების მიღებიდან დოკუმენტების ასანაზღაურებლად წარდგენისათვის დასაშვები ვადა უნდა იყოს 60 კალენდარული დღე;
  • წარდგენილი დოკუმენტების ანაზღაურება უნდა მოხდეს წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
  • მოქნილი ანაზღაურების სისტემა რაც მოიცავს თანხის ადგილზე გაცემას გარკვეულ ლიმიტამდე;
  • შემოთავაზებული უნდა იყოს ელექტრონული პორტალი, სადაც დაზღვეულს და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა მართოს პოლისი და მოითხოვოს ანაზღაურება;
  • შემოთავაზებულ უნდა იყოს დოკუმენტების სადაზღვევოსთვის მიწოდების სქემა, თანამშრომლის სადაზღვევო ოფისში მისვლის გარეშე, რომელიც უნდა დაიფაროს სადაზღვევო კომპანიის ხარჯით;
  • დაავადებათა პროფილაქტიკა მიმართვის გარეშე/ონლაინ მიმართვით არანაკლებ წელიწადში 2-ჯერ, რომელიც ითვალისწინებს 1 ვიზიტის ფარგლებში ორი რომელიმე სისტემის ექოსკოპიას;
  • საზღვარგარეთ მკურნალობის ანაზღაურება;
  • ბანკის დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ ყოველწლიური შესაძლებლობა წინასწარ შეთანხმებულ ვადებში წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შეცვალონ ნებისმიერი პოლისი მათთვის სასურველით (აღნიშნული ვრცელდება როგორც ბანკის თანამშრომლებზე, ასევე მათ ოჯახის წევრებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში საგარანტიო წერილის გაცემა ყველა ლიცენზირებული კლინიკისთვის;
  • დაზღვევამდე არსებული დაავადებების ანაზღაურება;
  • სადაზღვევო კომპანია ვალდებულია წელიწადში ერთხელ (ექვსი თვის შემდეგ) ჩაატაროს დაზღვეული თანამშრომლების კმაყოფილების კვლევა, რომლის კითხვარი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული დამკვეთთან და კვლევაში მიღებული შედეგები უნდა იყოს გამჭვირვალე. კვლევის მიზანია თანამშრომელთა კმაყოფილების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც სადაზღვევო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კვლევაში გამოვლენილი საკითხების გაუმჯობესება;
  • სადაზღვევო კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს კონტრაქტი ნებისმიერ დროს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი ჯარიმისა და სანქციის გარეშე წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში;
  • უნდა ფინანასდებოდეს აყვანილი და მოწვეული ექიმის ჰონორარი გეგმიური ჰოსპიტალიზაციის ლიმიტიდან;
  • უნდა ფინანსდებოდეს - არასტანდარტული/ლუქს პალატის ხარჯები;
  • უნდა ფინანასდებოდეს ყველა ტიპის მედიკამენტი, როგორიცაა: რეგისტრირებული, არარეგისტრირებული, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი, ანტიმიკოზური პრეპარატები, ფსიქოტროპული, იმუნოსტიმულატორი, იმუნოდეპრსანტი, იმუნორეგულატორი, მონოკლონური ანტისხეულები, სისტემური ენზიმოთერაპია, ნივითიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები, ჰომეოპათიური მედიკამენტები, ფიტოპრეპარატები, პარასამკურნალო საშუალებები, პირის ღრუს სავლები საშუალებები;
  • პროფილაქტიკური კვლევა სერვისის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც ოჯახის ექიმის მიმართვით, ასევე თავისუფალი არჩევანის პრონციპის დაცვით;
  • პროფილაქტიკური კვლევა სერვისის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში;
  • კონტრაქტის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციად უნდა ითვლებოდეს ყველა შესაბამისი მანიპულაცია, როდესაც პაციენტის კლინიკაში დაყოვნება შეადგენს 24 საათს ან/და მეტს;
  • ფიზიო პროცედურები, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება აქვს, უნდა ფინანსდებოდეს ყველა სადაზღვევო პროგრამით;
  • სქესობრივი გზით გადამდები ყველა დაავადება უნდა ფინანსდებოდეს (მათ შორის ვენერიული ჯგუფის ყველა დაავადება, გარდა შიდსისა). ამავე დაავადებების, როგორც პირველადი დიაგნოსტიკა, ასევე შემდგომი მედიკამენტოზური და ამბულატორიული მომსახურების სრული კურსი, ღრმა კვლევების ჩათვლით;
  • პროვაიდერი/კონტრაქტორი სააფთიაქო ქსელები უნდა იყოს: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი, იმპექსი;
  • ეპიდემია, პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მკურნალობა;
  • ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალო, ქირურგიული ჩარევის ხარჯების დაფარვა;
  • თანამშრომლის და მეუღლის დაზღვევის ასაკი - შეუზღუდავი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, დაზღვევის მომსახურების ანაზღაურება უნდა განხორციელდეს, ფაქტობრივად გაწეული ხარჯიდან;
  • სამედიცინო კონტრაქტორები უნდა იყოს: მედიქლაბ ჯორჯია, ინოვა, ამერიკული   ჰოსპიტალი;
  • სტომატოლოგიური კონტრაქტორები უნდა იყოს: HBI დენტი, ალბიუსი, დენტექსი 95, Dento club (ვი. აი. პი სტომატოლოგიური კლინიკა);
  • Air-Flow მეთოდით კბილების წმენდა უნდა ფინანსდებოდეს, როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერ კლინიკებში;
  • კონტრაქტორები/პროვაიდერები, როგორც სამედიცინო, ასევე სტომატოლოგიური, ნებისმიერი სადაზღვევო პროგრამის მფლობელისთვის, ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
  • ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგის მომსახურეობის დაფინანსება წელიწადში 8 ჯერ 60% დაფინანსებით.
  • ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე www.tenders.ge.  

ამასთან, კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს. 

სავალდებულო დოკუმენტაცია:

ფასების ცხრილი: 

  • დანართი #1, რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას განსაფასებელი სადაზღვევო პოლისების შესახებ;
  • შემოთავაზებული ბენეფიტების ცხრილი (დანართი #2); 
  • შემოთავაზებული ფასდაკლებების ცხრილი (დანართი #2) 
  • შევსებული დაავადებათა პროფილაქტიკის ცხრილი (დანართი #3); 
  • საკონტაქტო ინფორმაცია / საბანკო რეკვიზიტები (დანართი #4); 
  • შევსებული მზღვეველის კონტრაქტორი / პროვაიდერი დაწესებულებების სია და შესაბამისი შემაჯამებელი დანართი (დანართი #5); 
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ; 
  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/09/2025 – 01/09/2026 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით ან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მოგება/ზარალის უწყისი); 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, კლიენტების სია, არსებული პროდუქტების ჩამონათვალი და ა.შ.). 

დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს, როგორც ხელმოწერილი/დასკანერებული სახით, ასევე ექსელის ფაილების სახითაც (აუცილებლად). ორ დოკუმენტს შორის სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელმოწერილ დოკუმენტს.

კომერციული წინადადების წარდგენის ინსტრუქცია:

დაინტერესებულმა კომპანიამ სავალდებულოა შეავსოს ფასების ცხრილის დანართი #1;
ფასების ცხრილში მითითებულია 3 ძირითადი პაკეტი, რომელშიც (წინა წლების სტატისტიკით) ხვდება დაზღვეულთა დიდი ნაწილი, კერძოდ:

  • ბარათის ტიპი I - დაზღვეულთა 85% 
  • ბარათის ტიპი II - დაზღვეულთა 16% 
  • ბარათის ტიპი III - დაზღვეულთა 2 %

ანგარიშსწორება:

ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად. 

შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:  

  • კომერციული წინადადება 60% (შეფასება მოხდება ბარათის ტიპი I, ბარათის ტიპი II-ის და ბარათის ტიპი III ტარიფებით) 
  • მომსახურების არეალი (დაფარვა, პროვაიდერი კლინიკების რაოდენობა) 30%
  • დაავადებათა პროფილაქტიკა / დამატებითი ბენეფიტები / ფასდაკლებები 10% 

წინადადებები შეფასდება შესყიდვების კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. 

ტენდერის მსვლელობის საკითხებთან დაკავშირებით:

მიშა დიდიძე
+995 (595) 255 221
Misha.dididze@hashbank.ge

დაზღვევის პირობებთან დაკავშირებით:

ქეთევან ამაშუკელი
+995 (591) 452 030
ketevan.amashukeli@hashbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66512200 ჯანმრთელობის დაზღვევა
შეკითხვები