30 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32166 - ტენდერი დიზაინერული მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მეგალაბი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „მეგალაბი“ აცხადებს ტენდერს ახალი ფილიალების დიზაინერული მომსახურების შესყიდვაზე. თითოეული ფილიალის სავარაუდო ფართობია 30–50 მ².
დამკვეთს უკვე გააჩნია ფილიალის ძირითადი დიზაინის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ვიზუალურ სტილს, ძირითად მასალებს, ფერებსა და სივრცის საერთო გადაწყვეტას. დიზაინის კონცეფციის ნიმუში თანდართულ დოკუმენტად ატვირთულია.
ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული კონცეფციის საფუძველზე ახალი ფილიალების დიზაინის შემუშავება და კონკრეტულ ფართებზე ადაპტირება.
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- დამკვეთის მიერ მიწოდებული გეგმის საფუძველზე სივრცის დაგეგმარებას;
- არსებული დიზაინის კონცეფციის ახალ ფილიალზე გადატანასა და ადაპტირებას;
- საჭიროების შემთხვევაში დიზაინის ცალკეული ელემენტების განვითარებას;
- 3D ვიზუალიზაციების მომზადებას;
- ძირითადი სამუშაო ნახაზების მომზადებას, რომლებიც საჭიროა რემონტის განსახორციელებლად;
- ავეჯისა და სხვა საჭირო ელემენტების დიზაინს;
- გამოყენებული ძირითადი მასალების/პროდუქტების მითითებას;
- საბოლოო დიზაინის ფაილების გადაცემას PDF და რედაქტირებად ფორმატში.
დამკვეთი უზრუნველყოფს:
- ფილიალის არქიტექტურულ გეგმას/ნახაზს;
- არსებულ დიზაინის კონცეფციას;
- საჭირო ფოტოებსა და სხვა საწყის ინფორმაციას;
- კონკრეტული ფილიალის ფუნქციურ მოთხოვნებს.
აზომვითი სამუშაოები არ შედის მომსახურებაში.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:
- კომპანიის/დიზაინერის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
- პორტფოლიო;
- მსგავსი პროექტების გამოცდილება;
- მომსახურების შესრულების სავარაუდო ვადა ერთეული ფილიალისთვის;
- ერთი ფილიალის (30–50 მ²) დიზაინის სრული ღირებულება.
მნიშვნელოვანი პირობა
დიზაინერმა უნდა შეინარჩუნოს არსებული ფილიალის დიზაინის ძირითადი სტილი და ვიზუალური იდენტობა. ახალი ფილიალების დიზაინი უნდა წარმოადგენდეს არსებული კონცეფციის გაგრძელებას და არა სრულიად ახალ დიზაინს.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შეთავაზებები 2026 წლის 30 სექტემბრამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Order@megalab.ge
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
სოსო ძებისაშვილი
59911300
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები