ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32169 - ტენდერი UPS-ების (უწყვეტი კვების წყარო) მიწოდება და მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 23 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 23 სექტემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს UPS-ების მოწოდება/მონტაჟზე.

 შესასყიდი UPS-ები იყოფა ორ სხვადასხვა ხარისხობრივ კლასად. შესაბამისად, ტენდერი ცხადდება 2 (ორ) დამოუკიდებელ ლოტად. პრეტენდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინადადება წარადგინონ როგორც ორივე, ისე მხოლოდ ერთ-ერთ სასურველ ლოტზე.

ლოტი N 1 - უწყვეტი კვების წყარო - Standard UPS:

ლოტი N 2 უწყვეტი კვების წყარო - Premium UPS: 

ტენდერი ცხადდება გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს 1+1 წლის განმავლობაში წინასწარ შეთანხმებული სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების მქონე UPS-ების მოწოდება/მონტაჟის სატენდერო ფასების დაფიქსირებას (დანართი N1-ით განსაზღვრული პოზიციების შესაბამისად).

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კონტრაჰენტი ვალდებულია ბანკის დაკვეთიდან 30-40 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მოთხოვნილი UPS-ის მიწოდება/მონტაჟი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფიქსირებულ ფასად.

წლის განმვალობაში შესასყიდი აგრეგატების საორიენტაციო რაოდენობა: 50 ერთეული  სხვადასხვა სიმძლავრის UPS.

 ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნილი რაოდენობა არის საორიენტაციო და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული რაოდენობის სრულად შესყიდვაზე.

 შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს. სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.  

სატენდერო მოთხოვნები

  • მიწოდების ვადა: ბანკის მიერ პროდუქციის დაკვეთიდან 30/40 კალენდარული დღე.
  • მიწოდების მისამართი: ბანკის მიერ მოთხოვნის შესაბამისად.
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით
    გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება. რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ შესყიდვაზე
  • გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წელში შესრულებული:
    სულ მცირე 5 კონტრაქტი რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული ბრენდის UPS - ის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციას;
    სულ მცირე 3 კონტრაქტი რომელიც დაადასტურებს არანაკლებ 100 კვა UPS - ის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციას;
  • მწარმოებლის ავტორიზაცია: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში.
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
  • პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს საგარანტიო პირობების დოკუმენტი.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

შეფასების კრიტერიუმი და წონა:

  • 60%-კომერციული წინადადება (ფასი)
  • 30%-ბრენდი/მოდელი
  • 10%-კომპანიის ანალოგიური გამოცდილებ

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 ოქტომბერი 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
glomtadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
  • 31154000 უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები
შეკითხვები