ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32171 - ტენდერი HVAC აქსესუარების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 24 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 სექტემბერი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 სექტემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სსსაქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს HVAC სისტემების მოვლა-შენარჩუნებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და სარეზერვო აქსესუარების წლიური შესყიდვის მიზნით.
ტენდერი ეხება მხოლოდ პროდუქციის შესყიდვას.

შესყიდვის საგანი:

მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია მითითებული დაახლოებითირაოდენობით. საბოლოო რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ±20%-ის ფარგლებში ბანკისოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე.

  დასახელება ზომა / სპეციფიკაცია ზომის ერთეული   სავარაუდო რაოდენობა  
1 სერვის ლუქი, თეთრი 1100 × 200 მმ ცალი 300
2 სერვის ლუქი, თეთრი 1000 × 200 მმ ცალი 100
3 სერვის ლუქი, თეთრი 1250 × 200 მმ ცალი 50
4 სერვის ლუქი, თეთრი 1200 × 200 მმ ცალი 50
5 სერვის ლუქი, თეთრი 600 × 600 მმ ცალი 50
6 რეკუპერატორის ფილტრი (რეცხვადი) 500 × 350 × 48 მმ ცალი 40
7 რეკუპერატორის ფილტრი (რეცხვადი) 550 × 380 × 48 მმ ცალი 40
8 AHUS ჯიბიანი ფილტრი 59×60×32 სმ, სიგრძე 2.5მ, ჯიბეები: 10 ცალი 12
9 AHUS ჯიბიანი ფილტრი 59×49×26 სმ, სიგრძე 2.5მ, ჯიბეები: 8 ცალი 6


საგარანტიო
ვადამინიმუმ 12 თვე მიწოდების დღიდან.

მიწოდების პირობები:

მიწოდების ადგილი: ბანკის საწყობი — თბილისი, ლილო, ჭირნახულის ქ. №9.

მიწოდების წესი: ეტაპობრივი ბანკის თითოეული შეკვეთის საფუძველზე.

მიწოდების ვადა: ბანკის შეკვეთიდან არაუმეტეს 2 კალენდარული კვირისა.

შეფუთვა: პროდუქცია დაცული შეფუთვით, მარკირებული.

ტრანსპორტირება: მიმწოდებლის ხარჯით.

დამატებითი ინფორმაცია:

პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.

პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.

გარემოზე ზემოქმედება:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;

უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;

ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 სექტემბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტექნიკურ საკითხებზე:

ლევან გოგუა
599 65 89 90

სატენდერო საკითხებზე:

ბექა მუმლაძე 
551 46 20 03

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
შეკითხვები