7 დეკემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3221 - ტენდერი ავტომატური აირადი ხანძარქრობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 7 დეკემბერი 2017 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, ავტომატური აირადი ხანძარქრობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
 
ოთახის ზომებია (ბოლო პარამეტრი სიმაღლეა):
- 370/270/255
 - 470/390/240
 - 500/290/220
 - 510/490/320
 - 630/400/270
 
დამატებითი მოთხოვნები:
- ავტომატური ხანძარქრობის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოცემული სივრცეების შიდა პერიმეტრზე წარმოქმნილი ხანძრის კერის სრული ქრობა;
 - ჩამოთვლილი ობიექტები განლაგებულია რეგიონებში (ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი, რუსთავი)
 - ავტომატური ხანძარქრობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს, ოთახებთან სიახლოვეში, კედლის გარე პერიმეტრზე;
 - სისტემა უნდა მოიცავდეს მართვის საკონტროლო პანელს, საჭირო დეტექტორებით, ღილაკებით და სენსორებით, რომელსაც ექნება ქსელში ჩართვის და ცენტრალიზებულად მართვის შესაძლებლობა;
 - სისტემას უნდა გააჩნდეს ალტერნატიული კვების წყარო, ელ. ენერგიის გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელი რომ იყოს 7-8 საათის მანძილზე შეუფერხებელი მუშაობა;
 - ყველა სხვა ტექნიკური დეტალი უნდა იყოს ავტომატური აირადი ხანძარქრობის სისტემის, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი;
 - დაინტერესებულ კომპანიას უნდა გააჩნდეს შემოთავაზებულ სისტემებზე, მწარმოებლის, აირის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამორიცხვის შესაბამისი ოფიციალური სერთიფიკატი;
 - დაინტერესებულ კომპანიას უნდა გააჩნდეს, სისტემის მწარმოებლის მიერ ჩატარებული ტრეინინგების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
 - კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული აირის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა და ახლით ჩანაცვლების პროცესის აღწერა, ასევე საორინეტაციო ღირებულება;
 - დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს, მოთხოვნილი სისტემის ინსტალაციაზე, გამოცდილების შესაბამისი დოკუმენტაცია;
 - მოწოდების ვადა: * კვირა;
 - გარანტია სისტემაზე(აპარატურა, აირი): * წელი;
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 30 ნოემბრიდან, 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ვიქტორ ზუმბაძე
 ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7501)
მობ.:(+995) 593115223 / 
ელ-ფოსტა: vzumbadze@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=819&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
 - 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები