ჩაბარების ვადა:

8 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32227 - ბაზრის კვლევა ბანკომატის კასეტების გადასატანი ჩანთების დამზადებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 30 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ბანკომატის კასეტების გადასატანი ჩანთების დამზადებაზე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად. 

საქონლის ტექნიკური დავალება:

საქონლის დანიშნულება - პროდუქტი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების სპეციალურ ჩანთას, რომელიც განკუთვნილია ბანკომატის კასეტების დროებითი განთავსებისა და ტრანსპორტირებისათვის.

ჩანთის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს:

  • მაღალი ინტენსივობით მრავალჯერად გამოყენებას;
  • მექანიკური დაზიანებების მიმართ გამძლეობას;
  • შიგთავსის დაცვას ტრანსპორტირებისას;
  • დახურვის საიმედოობას

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

კომერციული წინადადება

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა შემდეგი დეტალების გათვალისწინებით:

  • ფასები რაოდენობების მიხედვით:
    1-100- ცალი
    101 - 200 ცალი
  • ბაზრის კვლევის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში, დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა დაამზადონ და წარმოადგინონ 1 ცალი ჩანთის ნიმუში შემდგომ მისამართზე: ქ.თბილისი, პუშკინის #3.
  • კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ დამაკმაყოფილებელ ნიმუშებს II ეტაპზე — დახურულ აუქციონზეიქნებიან მოწვეულები.

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), გადასახადების ჩათვლით.

წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:

დაინტერესებულმა კომპანიებმა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მოთხოვნებთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.);
  • შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ:
555 55 78 38

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
შეკითხვები