8 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32230 - ბაზრის კვლევა ძვირფასი ლითონების დეტექტორებზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ძვირფასი ლითონების დეტექტორებზე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
საქონლის ტექნიკური დავალება:
1. დეტექტორის ტიპი და ტექნოლოგიური მოთხოვნები
მოწყობილობა უნდა აიდენტიფიცირებდეს ძვირფასი ლითონის შემადგენლობას. უნდა გააჩნდეს მოოქროვილი ნივთების იდენტიფიცირებისა და ოპერატორის ავტომატური გაფრთხილების ფუნქციონალი. განიხილება როგორც Si-PIN (Silicon PIN photodiode), ისე SDD (Silicon Drift Detector) ტექნოლოგიის დეტექტორები.
2. საერთაშორისო სტანდარტები და სერტიფიკატები
უპირატესობად ჩაითვლება მოწყობილობის შესაბამისობა ISO 3497 (მეტალის საფარების სისქის გაზომვარენტგენოფლუორესცენტული მეთოდით) და ASTM B568 სტანდარტებთან.
ISO 11426 (Cupellation method / Fire Assay) და ISO 11427 სტანდარტებთან თავსებადობა ჩაითვლება უპირატესობად;
მოწყობილობას უნდა გააჩნდეს CE (ევროპული შესაბამისობა) ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებულიუსაფრთხოების და ხარისხის სერტიფიკატი.
3. ანალიზის მახასიათებლები და ფუნქციონალი
- გასაზომი ელემენტები: ოქროს (Au), ვერცხლის (Ag), პლატინის (Pt), პალადიუმის (Pd) და სხვა ძვირფასილითონების, აგრეთვე შენადნობებში არსებული მინარევების (სპილენძი, ნიკელი, თუთია და ა.შ.) ზუსტიპროცენტული განსაზღვრა.
- ნივთების მრავალფეროვნება: აპარატს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ფორმისა და არასტანდარტული ნაკეთობების(ჯაჭვები, ბეჭდები, მონეტები, სხვადასხვა ფორმის ჯართი) ეფექტური ტესტირების შესაძლებლობა.
- რეპორტინგი: პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს ტესტირების შედეგების ავტომატური დაარქივებისადა რეპორტების გენერირების ფუნქცია (ბეჭდვის ან PDF ფაილის ექსპორტის მხარდაჭერით), რაც ჩაითვლებაუპირატესობად.
4. საგარანტიო პირობები და ტექნიკური მხარდაჭერა (SLA)
- გარანტია: მწარმოებლის ოფიციალური გარანტია (უნდა მიეთითოს ვადა და პირობები).
- ტექნიკური მომსახურება: გეგმიური (პრევენციული) და არაგეგმიური მომსახურების პირობების წარმოდგენა.
- რეაგირების დრო და პროგრამული მხარდაჭერა: ტექნიკურ და პროგრამულ ხარვეზებზე რეაგირებისმაქსიმალური ვადების განსაზღვრა.
- სათადარიგო ნაწილები: სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ხელმისაწვდომობის გარანტია დამიწოდების ვადები.
- მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა დააზუსტონ მოიცავს თუ არა აპარატის ფასი მუდმივ ლიცენზიას, თუ პერიოდულ/ყოველწლიურ სააბონენტო გადასახადს.
5. ტრენინგები, დოკუმენტაცია და პროცედურული მხარდაჭერა
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერსონალისთვის ქართულენოვანი საოპერაციო დოკუმენტაციისა დაინსტრუქციების მომზადება.
- მომწოდებლის მიერ სერვისცენტრების პერსონალის მომზადება სხვადასხვა ფორმისა და არასტანდარტულინივთების სწორად ტესტირებაში.
- პერსონალის მომზადება ზოგადი უსაფრთხოების წესების დაცვაში ტესტირების პროცესში (შესაბამისისერტიფიკატის ან დოკუმენტის გაცემა ჩაითვლება უპირატესობად).
- დამკვეთისთვის სტანდარტული ტესტირების პროცედურების გაწერასა და დანერგვაში დახმარება.
კომერციული წინადადება
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა შემდეგი დეტალების გათვალისწინებით:
- ერთი ერთეულის ღირებულება
- რაოდენობრივი შესყიდვის შემთხვევაში ფასის წარმოდგენა 10 ერთეულზე.
- ლიცენზიის ღირებულება
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), გადასახადების ჩათვლით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
დაინტერესებულმა კომპანიებმა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მოთხოვნებთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.);
- შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ: 555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 38430000 დეტექტორები და ანალიზატორები