ჩაბარების ვადა:
16 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32265 - ტენდერი: ლოჯისტიკური მომსახურება გერმანიიდან / ტვირთის კონსოლიდაცია და ტრანსპორტირება
- გამომცხადებელი: შპს ედისონ სთორი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ედისონ სთორი“ ეძებს ლოჯისტიკურ/სატრანსპორტო კომპანიას გერმანიიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
მომსახურების აღწერა:
- ვგეგმავთ ონლაინ მაღაზიიდან 3D პრინტერების შეძენას და გვესაჭიროება ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს:
- ტვირთის მიღებას გერმანიაში - კომპანიის საწყობის მისამართზე ონლაინ მაღაზიიდან გამოგზავნილი რამდენიმე დამოუკიდებელი ამანათის მიღებას.
- ტვირთების კონსოლიდაციას - მიღებული ამანათების ერთ პალეტზე განთავსებას, საიმედოდ შეფუთვასა და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას.
- ტრანსპორტირებას გერმანიიდან საქართველოში (თბილისი) - კონსოლიდირებული ტვირთის უსაფრთხოდ ჩამოტანას.
- რეალური წონით ტარიფირებას - ჩვენთვის პრიორიტეტულია მომსახურების ღირებულების დათვლა ტვირთის ფაქტობრივი (Gross) წონის საფუძველზე და არა მოცულობითი წონით. გვაქვს გამოცდილება, რომ დაგვითვალეს მოცულობით და ეს, ხარჯებს მკვეთრად გვიზრდის.
ტვირთის შესახებ ინფორმაცია:
- პროდუქცია: 3D პრინტერები (ქარხნული შეფუთვით).
- პირველი შეკვეთის სავარაუდო საერთო ჯამური ფაქტობრივი წონა: 70–90 კგ.
- ტვირთი შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი 3D პრინტერისგან/ყუთისგან, რომლებიც უნდა გაერთიანდეს ერთ პალეტზე.
- სამომავლოდ იგეგმება რეგულარული შეკვეთები და მოცულობის ზრდა.
- ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ 3D პრინტერების ტრანსპორტირება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კომპანიებმა შემოგვთავაზონ შემდეგი პირობები:
- შესაძლებელია თუ არა გერმანიაში რამდენიმე ამანათის მიღება და ერთ პალეტზე გაერთიანება?
- შესაძლებელია თუ არა ტრანსპორტირების ღირებულების დათვლა ფაქტობრივი წონით და არა მოცულობითი წონით?
- რა იქნება ტრანსპორტირების ტარიფი (EUR/კგ ან მთლიანი ღირებულება 70–90 კგ ტვირთისთვის)?
- რა პირობებით ხდება ტვირთის დაზღვევა და საბაჟო პროცედურების მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული ფასი, ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირება და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომერციული წინადადება, მომსახურების პირობები და სავარაუდო ვადები ჩვენს ელ.ფოსტაზე: Store@edison.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები