15 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32284 - ტენდერი 550 KVA დიზელ-გენერატორის მოწოდებასა და მონტაჟზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 7 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 550 KVA დიზელ-გენერატორის მოწოდებასა და მონტაჟზე.
სატენდერო მოთხოვნები
- 1 ერთეული 550 KVA დიზელ გენერატორი, მიმაგრებული ტექნიკური დავალების შესაბამისად
- მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
- მიწოდების ადგილი: თბილისი, პუშკინის N3
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება, გენერატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების მიწოდება/მონტაჟში. მათ შორის 2026 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ერთეული 500 KVA და მეტი სიმძლავრის დიზელ-გენერატორი
- გარანტია: 3 წელი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა.
შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი N1) მოცემულ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
პრეტენდენტის მიერ წარმოსაგდენი დოკუმენტაცია:
- შესაბამისობის სერთიფიკატი (Certificate of Conformity)
- საქარხნო შემოწმების აქტი (FAT)
- შემოთავაზებული მოდელის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია (უმჯობესია ტექ. დოკუმენტის ვებ ლინკი)
- ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი სერთიფიკატები (ან შესაბამისი აღნიშვნები უნდა იყოს ტექნიკურ დოკუმენტეში (Data Sheet)
- შევსებული ფასების ცხრილი (დაზუსტებული ტექნიკური მახასიათებლებით)
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო საკითხებზე დაუკავშირდით
ბექა მუმლაძე
551462003
ტექნიკურ საკითხებზე
გიორგი სხილაძე
577 10 29 17
ტენდერის კატეგორია:
- 31120000 გენერატორები
შეგვიძლია შემოგთავაზოთ მოთხოვნებთან შესაბამისი გენერატორი ძალიან კონკურენტულ ფასად, 3-წლიანი გარანტიით.
გამარჯობა, დაინტერესებული ვართ 500 კვა გენერატორის შესყიდვის ტენდერში მონაწილეობით. გვაქვს გენერატორების გაყიდვისა და მონტაჟის ორწლიანი გამოცდილება, თუმცა 2026 წელს მინიმუმ 500 კვა სიმძლავრის გენერატორის გაყიდვისა და მონტაჟის გამოცდილება არ გვაქვს. გთხოვთ დაგვიზუსტოთ, აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს მონაწილეობის სავალდებულო საკვალიფიკაციო პირობას, თუ შესაძლებელია ჩვენი კანდიდატურის განხილვა სხვა სიმძლავრის გენერატორების გაყიდვისა და მონტაჟის დადასტურებული გამოცდილების საფუძველზე? გვსურს წინასწარ დავაზუსტოთ ჩვენი გამოცდილების შესაბამისობა, რათა დადებითი პასუხის შემთხვევაში მოვამზადოთ და წარვადგინოთ სატენდერო შეთავაზება. მადლობა.