ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32332 - ბაზრის კვლევა მასშტაბური კორპორატიული ღონისძიებისთვის ბარის სრული მომსახურებისა და შესაბამისი სასმელების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 10 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ოქტომბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 10 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ბაზრის მოკვლევას მასშტაბური კორპორატიული ღონისძიებისთვის ბარის სრული მომსახურებისა და შესაბამისი სასმელების შესყიდვაზე.

  • ღონისძიების თარიღი: 2025 წლის 19 დეკემბერი
  • ლოკაცია: თბილისი, კოკა-კოლას ქარხანა
  • სტუმრების სავარაუდო რაოდენობა: 9,000 პერსონა
  • სასმელების ჯამური პორცია: დაახლოებით 3 ჭიქა თითო პერსონაზე

გაგიზიარებთ პროცესზე ჩვენს ხედვას და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს რეკომენდაციებსაც, რითაც შეგვიძლია დავაზუსტოთ მომსახურების სქოუფი.

თანამშრომლობას მოვიაზრებთ ე.წ. Open Book-ის პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ კომპანიამ Excel-ის ფაილით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თითოეულ კომპონენტზე გაწეულ ხარჯზე (მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან დაბეგვრის სწორად განხორციელებისათვის). მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიას განესაზღვრება ვალდებულება წარმოადგინოს მითითებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

1.2. მომსახურების აღწერა და ძირითადი მოთხოვნები

სასმელების მოცულობა და ხარისხი:

გათვლა უნდა გაკეთდეს დაახლოებით 3 ჭიქაზე თითო პერსონაზე (9,000 სტუმარი). გამოყენებული ინგრედიენტები და ალკოჰოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის. დეტალურ ინფორმაციას იხილავთ დანართი 1, ლოტი 1-ში.

შემოთავაზებული მენიუ:

4–5 სახეობის შედარებით მარტივად მოსამზადებელი კოქტეილი — დიდი ნაკადისა და რიგების თავიდან ასაცილებლად — მაგალითად:

  • ჯინ-ტონიკი;
  • ჯიმ ბრიზი;
  • აპეროლი (Aperol Spritz);
  • ვისკი ვაშლის წვენით;
  • იაგერი (Jägermeister) ან მსგავსი ალტერნატივები.

მენიუში ასევე უნდა შედიოდეს სხვადასხვა სახის შოთები და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელები (soft drinks).

ბარის წერტილები:

მინიმუმ 3 ორმხრივი ბარის წერტილის მოწყობა. ბარის ზონების სრული ორგანიზება განხორციელდება კოკა-კოლას ქარხნის არსებული სივრცის მოცულობისა და სპეციფიკის შესაბამისად. 

2. ლოტი 1 — ბარის საოპერაციო მომსახურება (ლოგისტიკა და პერსონალი) - დანართი N1

მომსახურება მოიცავს ბარის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა საოპერაციო და ტექნიკურ კომპონენტს (სასმელების გარდა):

  • ბარის წერტილები: მინიმუმ 3 ორმხრივი ბარის წერტილის მოწყობა და სრული ტექნიკური აღჭურვა სივრცის სპეციფიკის შესაბამისად;
  • პერსონალი: ბარმენებისა და დამხმარე პერსონალის ადეკვატური რაოდენობა 9,000 სტუმრის სწრაფი და ეფექტური მომსახურებისთვის (პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ჩართული პერსონალის ზუსტი რაოდენობა);
  • სახარჯი მასალები: კოქტეილების შესაბამისი ერთჯერადი ჭიქები, საწრუპები, ხელსახოცები, ნაგვის პარკები, ურნები და ა.შ.
  • დამხმარე ინგრედიენტები: ყინულის უწყვეტი მიწოდება, კოქტეილის ხილის გარნირები, სიროფები, პიტნა;
  • დეკორაცია: ბარის ზონების ვიზუალური გაფორმება;
  • კოორდინაცია: ღონისძიების მსვლელობის განმავლობაში ადგილზე სრული კოორდინაცია.

2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები — ლოტი 1

  • ბარის/ქეითერინგის მომსახურების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მსხვილი (500+ პერსონა) ღონისძიებების მომსახურების დადასტურებული გამოცდილება;
  • კომპეტენტური, გამოცდილი ბარმენებისა და დამხმარე პერსონალის გუნდი, საკმარისი 9,000 სტუმრის მოსამსახურებლად;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

2.2. აუცილებელი მოთხოვნები — ლოტი 1

  • ბანკისათვის გამოყოფილი კონკრეტული საკონტაქტო პირ(ებ)ი;
  • ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე;
  • მინიმუმ 3 ორმხრივი ბარის წერტილის მოწყობის უნარი;
  • სულ მცირე 9,000 სტუმარზე გათვლილი, უწყვეტი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მოქნილობა, ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად

3. ლოტი 2 — ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მიწოდება (პროდუქცია)

ლოტი მოიცავს ღონისძიებისთვის საჭირო ყველა სასმელის სრულ მიწოდებას:

  • მოცულობა: პრეტენდენტი თავად იანგარიშებს თითოეული სასმელის საჭირო მოცულობას მოცემული მენიუსა და ალკოჰოლური სასმლის მიხედვით.
  • ხარისხი: გამოყენებული ინგრედიენტები და ალკოჰოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

შემოთავაზებული კოქტეილების მენიუ (4–5 სახეობა):

  • ჯინ-ტონიკი;
  • ჯიმ ბრიზი;
  • აპეროლი (Aperol Spritz);
  • ვისკი ვაშლის წვენით;
  • იაგერი (Jägermeister) ან მსგავსი ალტერნატივები.

მენიუში ასევე უნდა შედიოდეს სხვადასხვა სახის შოთები და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელები (soft drinks).

პრეტენდენტმა სავალდებულო წესით უნდა წარმოადგინოს ალკოჰოლური სასმლის შემოთავაზება ორ კატეგორიაში:

  • საშუალო / სტანდარტული კლასი
  • მაღალი / პრემიუმ კლასი

3.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები — ლოტი 2

  • ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციის ან იმპორტის უფლებამოსილება;
  • ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

3.2. აუცილებელი მოთხოვნები — ლოტი 2

  • ბანკისათვის გამოყოფილი კონკრეტული საკონტაქტო პირ(ებ)ი;
  • ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე;
  • მრავალფეროვანი კატალოგი;
  • მოქნილობა, ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად;
  • საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე მხარდაჭერა. 

4. მომსახურების გაწევის ვადა და ადგილი

  • ვადა: მომსახურება ერთჯერადია და გაიწევა 2025 წლის 19 დეკემბერს. კონკრეტული განრიგი, მონტაჟის/დემონტაჟის ვადები და ადგილზე ყოფნის პირობები შეთანხმდება გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას.
  • ადგილი: თბილისი, კოკა-კოლას ქარხანა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო საკითხებზე დაუკავშირდით:

ხატია ითიურიძე
khitiuridze@bog.ge
+995 599 390 044

ტენდერის კატეგორია:

  • 15900000 სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
  • 55400000 სასმელების მიტანის მომსახურება
  • 55520000 საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მომსახურებები
შეკითხვები