ჩაბარების ვადა:

4 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32409 - ტენდერი ქ. თბილისი, ქუჩა გეგუთი N 24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" აცხადებს ტენდერს ერთ-ერთი ობიექტის/შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ბილისი, ქუჩა გეგუთი N 24 ს/კ: 01.12.11.059.053.

მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ N4/1 შენობის დემონტაჟი, რომელიც არის 20 კვ.მ. ეს შენობა არის ავარიული, მისი ნაწილი დემონტირებულია. შენობას ემიჯნება ციცაბო ფერდობი. დემონტაჟმა არ უნდა გამოიწვიოს როგორც შენობის ნაწილების, ასევი მისი დემონტირებული ნაწილების ამ ფერდობზე ვარდნა, რისთვისაც გასატარებულია შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. შენობის სურათები, ვიდეო აღწერა და საკადასტრო გეგმა შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტაციაში. 

აუცილებელი პირობებია:

  • ტენდერის მონაწილემ თავდაპირველად ადგილზე დაათვალიეროს ობიექტი და შემდეგ წარმოადგინოთ წინადადება.
  • დემონტაჟის მაქსიმალური ვადა - 1 თვე;
  • სადემონტაჟო სამუშაოები შესრულებისას, ყველანაირი უსაფრთხოების ღონისძიებებების გატარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება სამუშაოთა შემსრულებელს;
  • სადემონტაჟო სამუშაოები სამუშაოთა შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს საკუთარი ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ინვენტარის და ტექნიკის მეშვეობით, ასევე მასთან შრომითი ურთიერთობაში მყოფი ან სხვა დაკავშირებული სამართლებრივ კავშირში მყოფი პირების მეშვეობით.
  • სამუშაოთა შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების გატანა და დემონტაჟითა და ნარჩენებით დამტვერილი/დანაგვიანებული ტერიტორიის გენერალური დასუფთავება;
  • სატენდერო წინადადების ღირებულებასთან ერთად უნდა მიუთითოთ სამუშაოს შესრულების ვადა.
  • სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში.
  • სატენდერო წინადადებასთან ერთად გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და მსგავსი სამუშაოების შესრულებაზე გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
  • სადემონტაჟო სამუშაოების ანაზღაურდება მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ 5 დღის ვადაში.

გთხოვთ თქვენი შეთავაზება გამოაგზავნოთ მეილზე: Legal@rico.ge
წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 04 ნოემბერს, 18:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: 599 19 15 88

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები