ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2026, 23:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32414 - ტენდერი მზის ელექტროსადგურების მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2026 დრო 23:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი იწვევს კომპანიებს ორ ობიექტზე მზის ელექტროსადგურებისმოწყობის ტექნიკური და კომერციული წინადადებების წარმოსადგენად:

  • კ. ქუთათელაძის ქ. 3 — საკადასტრო კოდი: 01.14.03.041.026;
  • ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 40 — საკადასტრო კოდი: 01.14.05.008.196.

პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 140 000 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის, პროექტირების, აღჭურვილობის, კონსტრუქციების, მონტაჟისა და გაშვება-გამართვის ჩათვლით.

სასურველი გადაწყვეტა:

ქუთათელაძე — პირველი პრიორიტეტი: სახურავის გამოსადეგი ფართობის მაქსიმალურად ეფექტურიგამოყენება მზის პანელებისთვის და ბატარეის დამატება, რათა სისტემამ შეძლებისდაგვარად სრულადდაფაროს შენობის რეალური მოხმარება, მათ შორის საღამოსა და ღამით.

პოლიტკოვსკაია: დარჩენილი ბიუჯეტით მზის პანელების მოწყობა, ამ ეტაპზე ბატარეის გარეშე. ინვერტორისა და სისტემის შერჩევა უნდა ითვალისწინებდეს მომავალში ბატარეის დამატების შესაძლებლობას.

პანელების სიმძლავრე, ბატარეის ტევადობა და ინვერტორების პარამეტრები მონაწილემ თავად უნდაშემოგვთავაზოს მოხმარების მონაცემების, სახურავების შესაძლებლობებისა და ბიუჯეტის მიხედვით.

ქუთათელაძის შენობას აქვს ავტომატურად ჩართვადი გენერატორი. შეთავაზებული სისტემა უნდაითვალისწინებდეს მასთან შეთანხმებულ მუშაობას; საბოლოო შეერთებისა და მართვის სქემა შემუშავდებაპროექტირების ეტაპზე.

აღჭურვილობა და ხარისხი

  • პანელები: Tier 1 მწარმოებლის, N-ტიპის TOPCon ტექნოლოგიის, ორმხრივი, ორმაგი მინის მოდულები.
  • ინვერტორები: აღიარებული მწარმოებლის სამფაზიანი მოწყობილობები, შესაბამისი MPPT შესაძლებლობებითა და დისტანციური მონიტორინგით. ქუთათელაძეზე — შეთავაზებულ ბატარეასთანთავსებადი ჰიბრიდული გადაწყვეტა.
  • ბატარეა: LFP ტექნოლოგიის, მართვისა და დაცვის სისტემებით.
  • კონექტორები და ელექტრომასალები: მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული კომპონენტები; სტრინგის შეერთებებში ერთი მწარმოებლის თავსებადი კონექტორები, UV-მდგრადი მზის კაბელები, დამიწება და AC/DC დაცვა.
  • კონსტრუქციები: სახურავთან თავსებადი, კოროზიისგან დაცული. 

წინადადებაში მიეთითოს ძირითადი აღჭურვილობის მწარმოებელი, მოდელი და გარანტია.

რა უნდა წარმოადგინოს მონაწილემ:

  • მოკლე ტექნიკური წინადადება: პანელების განლაგება, სიმძლავრე, ინვერტორები და ქუთათელაძისბატარეის ნომინალური და გამოსაყენებელი ტევადობა.
  • წინასწარი მოდელირება PV*SOL-ში ან შესაბამის ანალოგიურ პროგრამაში: დაჩრდილვისგათვალისწინებით მოსალოდნელი წლიური გამომუშავება, საკუთარი მოხმარების დაფარვა, ბატარეისწვლილი და ქსელთან ენერგიის გაცვლა. საკმარისია პროგრამის მოკლე ანგარიში.
  • კომერციული შეთავაზება თითოეული შენობისთვის ცალ-ცალკე: ძირითადი აღჭურვილობის, პროექტირების, კონსტრუქციებისა და სამუშაოების ფასებით; ასევე მიწოდების ვადები, გადახდისპირობები და გამონაკლისები. 
  • მოსალოდნელი წლიური ეკონომია, მიმდინარე ტარიფით — 0.3526076 ლარი/კვტ·სთ, დღგ-სჩათვლით. ქსელში გაცემული ენერგიის ღირებულება გამოიყოს ცალკე.

მოწოდებული მონაცემები და დანართები

ელექტროენერგიის მოხმარების დანართში წარმოდგენილია ორივე ობიექტის 12 თვის მოხმარება დაშესაბამისი ღირებულება მოქმედი ტარიფით:

  • ქუთათელაძე — დაახლოებით 127,291 კვტ·სთ წელიწადში;
  • ჯიქია/პოლიტკოვსკაია — დაახლოებით 178,684 კვტ·სთ წელიწადში.

იმავე გვერდზე მოცემულია ქუთათელაძის ოქტომბრის დაკვირვება და საღამო-ღამის მოხმარების თვიურიშეფასება.

დაკვირვებულ კვირაში 17:00–09:00 მოხმარება სრული მოხმარების დაახლოებით 48.1%-ია, საშუალოდ 111 კვტ·სთ ერთ საღამო-ღამეში. დანართში ეს წილი გავრცელებულია თითოეული თვის მოხმარებაზეუცვლელი წილის სამუშაო დაშვებით. წლიური მონაცემებით საშუალო საღამო-ღამის შეფასება დაახლოებით168 კვტ·სთ გამოდის. ეს შეფასება გამოიყენება წინასწარი მოდელირებისთვის.

შენობების გეგემები იხილეთ დანართის სახით.

პროექტირება და განხორციელება:

ამ ეტაპზე მოთხოვნილია წინასწარი ტექნიკურ-კომერციული შეთავაზება და პროგრამულიმოდელირება. შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება საბოლოო გაანგარიშებებსა და სრულისამუშაო პროექტის მომზადებაზე, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მონტაჟი დაგაშვება-გამართვა. პროექტირების ღირებულება შედის შეთავაზების საერთო ფასსა და პროექტისმაქსიმალურ ბიუჯეტში.

  • ქსელთან მიერთება: შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქსელთან პარალელური მუშაობისთვისსაჭირო ტექნიკური გადაწყვეტა, დოკუმენტაციის მომზადება და ოპერატორთან შეთანხმების პროცესისწარმართვა დამკვეთთან კოორდინაციით.
  • თუ შეთავაზებული გადაწყვეტა ითვალისწინებს ჭარბი ელექტროენერგიის ქსელში გაცემას, გაშვება-გამართვა უნდა მოიცავდეს შესაბამისი დაცვისა და აღრიცხვის შემოწმებას, გაცემისკონფიგურაციასა და ფუნქციურ გამოცდას, ოპერატორთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ქსელშიგაცემის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გაცემის შეზღუდვის ფუნქცია.
  • აღნიშნული სამუშაოები უნდა შედიოდეს საერთო ფასში. გამონაკლისები და ოპერატორის შესაძლოდამატებითი საფასური მონაწილემ ცალკე უნდა მიუთითოს.
  • შეფასებისას მთავარი იქნება ქუთათელაძეზე მიღწევადი შედეგი, საერთო ბიუჯეტის ეფექტური გამოყენებადა აღჭურვილობის ხარისხი.

წარდგენის ვადა: 5 ნოემბერი, 2026 წელი
საკონტაქტო პირი / ელფოსტა: ვლადიმერ სახელაშვილი v.sakhelashvili@sabauni.edu.ge 577347717 (WhatsApp, Viber)

განაცხდები წარდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge

ობიექტების დათვალიერება: წინასწარი შეთანხმებით, საკონტაქტო პირი: გიორგი 591001337

ტენდერის კატეგორია:

  • 09332000 მზის პანელების დამონტაჟება
შეკითხვები