5 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32425 - ტენდერი კონტენტკრეატორის შერჩევაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს კონტენტკრეატორის შერჩევაზე.
კონკრეტული დავალება:
- ცხადდება ტენდერი კონტენტკრეატორის შესარჩევად, რომელიც SOCAR-ისა და Way Mart-ისთვის შეიმუშავებს TikTok სტრატეგიას, მოამზადებს რილსებსა და TikTok ვიდეოებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიღებს ფოტოებსაც(არ მოითხოვება პროფესიონალური გადაღება, დამაკმაყოფილებელია ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც).
- თითოეული ბრენდისთვის უნდა შემუშავდეს დამოუკიდებელი კონტენტმიდგომა, მისი აუდიტორიის, მიზნების, ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო ტონის გათვალისწინებით.
ბრენდები და მიზნები
- SOCAR-ის კონტენტი მოიცავს საწვავსა და მომსახურებებს, აპლიკაციას, ლოიალობის პროგრამას, SOCAR Prime-ს, შეთავაზებებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და მხარდაჭერილ ღონისძიებებს. Way Mart-ის კონტენტი მოიცავს პროდუქტებს, საკვებსა და სასმელებს, სიახლეებს, აქციებსა და მაღაზიებში ყოველდღიურ გამოცდილებას.
- მიზანია პლატფორმებზე ბუნებრივად მორგებული, საინტერესო ვიდეოებით ცნობადობის, ნახვებისა და ჩართულობის ზრდა, შეთავაზებების გასაგებად წარმოჩენა და ბრენდების მიმართ ინტერესის გაძლიერება.
TikTok სტრატეგია
- არსებული TikTok კონტენტისა და აუდიტორიის შეფასება; თითოეული ბრენდისთვის სტრატეგიის წარმოდგენა.
- კონტენტის თემების, ვიდეოფორმატების, ტონისა და გამოქვეყნების სიხშირის შეთავაზება.
- ყოველთვიური ვიდეოკონტენტის გეგმა იდეებით, სცენარებით და გადაღების განრიგით.
- შესაბამისი ტენდენციების მონიტორინგი და ბრენდებზე მორგებული ორიგინალური იდეების რეგულარული შეთავაზება.
- ვიდეოების შედეგების შეფასება: ნახვები, ყურების ხანგრძლივობა, ბოლომდე ნახვის მაჩვენებელი და ჩართულობა, მონაცემების ხელმისაწვდომობის მიხედვით; ყოველთვიური რეკომენდაციები.
რილსები და TikTok ვიდეოები
- ვიდეოს სრული წარმოება: იდეა, სცენარი, გადაღების მომზადება, გადაღება, მონტაჟი და საბოლოო მასალის ჩაბარება.
- რილსებისა და TikTok-ისთვის ცალ-ცალკე მორგებული ვიდეოების მომზადება, მათ შორის პროდუქტის, შეთავაზების, გასართობი და ღონისძიების ფორმატებით.
- ფერისა და ხმის დამუშავება, სუბტიტრები, მუსიკა და საჭიროების მიხედვით მარტივი გრაფიკული ელემენტები.
- ღონისძიებიდან სწრაფი მასალის მიწოდება სთორებისთვის და შემაჯამებელი ვიდეოს მომზადება შეთანხმებული ვადით.
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქტების, ლოკაციების, თანამშრომლებისა და ღონისძიებების ფოტოგადაღება და ფოტოების დამუშავება (არ მოითხოვება პროფესიონალური გადაღება, დამაკმაყოფილებელია ტელეფონით გადაღებული ფოტოები)
გადაღების პირობები
- გადაღება SOCAR-ის სადგურებზე, Way Mart-ის მაღაზიებში, ოფისში და სხვა შეთანხმებულ ლოკაციებზე.
- საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებზე გამგზავრება, მათ შორის თბილისს გარეთ, შაბათ-კვირას და საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.
- გადაღებისთვის საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა და სადგურებზე ადგილზე მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვა.
- ვერტიკალური ვიდეო მინიმუმ Full HD ხარისხით; სუბტიტრებისა და გრაფიკის პლატფორმაზე მორგებული განთავსება.
- საბოლოო მასალის ჩაბარება;
დატვირთვა და თანამშრომლობა
- კონტენტკრეატორი იმუშავებს დამკვეთის მარკეტინგის გუნდთან და საჭიროების შემთხვევაში — სოციალური მედიის სააგენტოსთან.
- ვიდეოების გეგმები და საბოლოო მასალები ქვეყნდება მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემდეგ.
- მონაწილემ ფინანსურ შეთავაზებაში ცალ-ცალკე უნდა მიუთითოს თითოეული მომსახურების ერთეულის ღირებულება, მათ შორის:
- ერთი TikTok ვიდეოს მომზადება;
- ერთი რილსის მომზადება;
- ერთი გადაღების ვიზიტი;
- საჭიროების შემთხვევაში, ფოტოების გადაღებისა და დამუშავების ღირებულება.
- შეთავაზებაში ასევე უნდა განისაზღვროს სტრატეგიის შემუშავების ერთჯერადი ღირებულება, თუ ეს მომსახურება ცალკე ფასდება.
- SOCAR-ისა და Way Mart-ისთვის მომსახურების ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე. ყოველთვიური პაკეტის ან ფიქსირებული მოცულობის შეთავაზება სავალდებულო არ არის.
შეთავაზების მოთხოვნები
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:
- პორტფოლიო — TikTok ვიდეოები, რილსები და ღონისძიებების გაშუქების მაგალითები, მონაწილეობის ფორმისა და შესრულებული სამუშაოს მითითებით.
- კონცეპტუალური ხედვა — SOCAR-ისა და Way Mart-ისთვის TikTok კონტენტის მიმართულების მოკლე აღწერა და ვიდეოიდეების მაგალითები.
- მომსახურების ერთეულის ფასები — ერთი TikTok ვიდეოს, ერთი რილსის, ერთი გადაღების ვიზიტისა და საჭიროების შემთხვევაში ფოტოგადაღებისა და დამუშავების ღირებულება, თითოეული ბრენდისთვის ცალ-ცალკე.
- დამატებითი ხარჯები — თბილისს გარეთ გადაადგილების, ტრანსპორტირების, ღამისთევისა და შაბათ-კვირას მუშაობის პირობები და შესაბამისი ხარჯები.
- სამუშაო ვადები — გადაღებისა და მონტაჟის სავარაუდო ვადები.
- სტრატეგიის შემუშავების ღირებულება — ერთჯერადი ფასი, თუ მომსახურება ცალკე განისაზღვრება.
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის სტატუსის მითითებით.
ერთი და იმავე ვიდეოს სხვადასხვა პლატფორმაზე გამოყენება უნდა გაიმიჯნოს ახალი ვიდეოს წარმოებისგან. პლატფორმისთვის არსებული ვიდეოს ადაპტაციის ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში, ცალკე უნდა იყოს მითითებული.
შეთავაზებაში უნდა იყოს აღწერილი, რა პირობებით შეძლებს დამკვეთი შექმნილი მასალების გამოყენებას
საკუთარ სოციალურ ქსელებსა და სარეკლამო კამპანიებში. ასევე, უნდა იყოს გათვალისწინებული მუსიკისა და სხვა გამოყენებული მასალების ლიცენზიები და საჭირო თანხმობები.
შერჩევის პროცესი
კონტენტკრეატორის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
I ეტაპი — პორტფოლიოს შეფასება
პირველ ეტაპზე შეფასდება მონაწილეების გამოცდილება, პორტფოლიოს ხარისხი, TikTok-ისა და Reels-ის სპეციფიკის ცოდნა და ბრენდებთან მუშაობის შესაბამისობა. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან მეორე ეტაპზე გადასვლის მიზნით.
II ეტაპი — პრაქტიკული დავალება
შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ პრაქტიკული დავალების ბრიფი. საბოლოო შერჩევა განხორციელდება შესრულებული დავალების შეფასების საფუძველზე, მათ შორის — ბრენდის სპეციფიკის გააზრების, კონტენტის ხარისხის, კრეატიული მიდგომისა და დავალების შესრულების უნარის გათვალისწინებით.
გადახდის პირობები: შეთანხმების საფუძველზე
ტენდერის ვადები: 14 კალენდარული დღე
ხელშეკრულები ვადები: შეთანხმებისამებრ
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ანა ბაძაღუა
557 430 160
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79341100 სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 92111220 სარეკლამო ვიდეოფილმების გადაღება