2 ნოემბერი 2026, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32440 - აუქციონი Samsung-ის მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 300.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 27 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ნოემბერი 2026 დრო 14:00
აუქციონის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი" (შემდგომში - ბანკი) აცხადებს აუქციონს Samsung-ის ბრენდის პლანშეტებისა და მობილური ტელეფონების შესყიდვისთვის (პლანშეტების თავსებადი ქეისებითა და ყველა მოთხოვნილი მოწყობილობის ორიგინალი Samsung-ის ადაპტერის გათვალსიწინებით) და გამარჯვებულ პრეტედენტთან 1 (ერთი) წლის ვადით გენერალური ხელშეკრულების გაფორმებისთვის.
ტენდერი მოიცავს ორ კომპონენტს:
- ერთჯერადი შესყიდვა (ცხრილი #1) - წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პროდუქციის ( 190 ერთეული მოწყობილობა და 130 ერთეული ქეისი) ერთობილივი მიწოდება;
- წლიური ფასდაკლება (ცხრილი #2) - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (1 წელი) , ბანკის საჭიროების შემთხვევაში, Samsung ბრენდის მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების პირდაპირი შესყიდვა, გამარჯვებული პრეტედენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფასიდან ფიქსირებული ფასდაკლებით.
შესყიდვის საგანი:
| N | დასახელება | აღწერა | რაოდენობა |
| 1 | პლანშეტი: Samsung Galaxy Tab A11 | ოპერატიული მეხსიერება: არანაკლებ 8GB; შიდა მეხსიერება: არანაკლებ 128GB, SIM ბარათის მხარდაჭერა (4G/5G); ეკრანის ზომა: სავალდებულოა 8.7" | 130 |
| 2 | პლანშეტის ადაპტერი | N1 პოზიციით გათვალისწინებულ პლანშეტთან სრულად თავსებადი; | 130 |
| 3 | პლანშეტის ქეისი | N1 პოზიციით გათვალისწინებულ პლანშეტთან სრულად თავსებადი; ზურგის, გვერდებისა და კუთხეების დაცვა; შავი ან მუქი ნაცრისფერი. | 130 |
| 4 | მობილური ტელეფონი: Samsung Galaxy A37 | ოპერატიული მეხსიერება: არანაკლებ 8GB; შიდა მეხსიერება: არანაკლებ 128GB, SIM ბარათის მხარდაჭერა (5G); | 50 |
| 5 | მობილური ტელეფონი: Samsung Galaxy A07 | ოპერატიული მეხსიერება: არანაკლებ 4GB; შიდა მეხსიერება: არანაკლებ 64GB, SIM ბარათის მხარდაჭერა (5G); | 10 |
| 6 | მობილური ტელეფონის ადაპტერი | N4 და N5 პოზიციით გათვალისწინებულ მობილურ ტელეფონთან სრულად თავსებადი; | 60 |
ტექნიკური მოთხოვნები:
- ბრენდი: ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტიდან გამომდინარე, განიხილება მხოლოდ Samsung ბრენდის მობილური ტელეფონების და პლანშეტები
- მეხსიერება: ცხრილში მითითებული ოპერატიული და შიდა მეხსიერება მინიმალური მოთხოვნაა. ნაკლები მეხსიერების მქონდე კონფიგურაცია არ განიხილება.
- ალტერნატიული მოდელი: დასაშვებია Samsung-ის სხვა (იმავე ან უფრო მაღალი კლასის/ახალი თაობის) მოდელი, თუ ის აკმაყოფილებს მეხსიერების მინიმალურ მოთხოვნას და ძირითადი პარამეტრებით (პროცესორი, ეკრანი, ქსელის მხარდაჭერა) არ ჩამოუვარდება მითითებულ მოდელს. ასეთ შემთხვევაში პრეტედენტმა დანართ N1-ში უნდა მიუთითოს ზუსტი მოდელი და მოდელის კოდი, საჭიორების შემთხვევაში წარმოადგინოს მწარმოებლის სპეციფიკაცია.
- პლანშეტი N1: აუცილებელია SIM ბარათის მხარდაჭერა. მხოლოდ Wi-Fi ვერსია არ განიხილება
- ქსელი: ყველა მოწყობილობა უნდა მუშაობდეს საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელში და არ უნდა იყოს დაბლოკილი რომელიმე ოპრეატორზე.
- მდგომარეობა: პროდუქცია უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი, ქარხნული, დალუქული შეფუთვაში. არ დაიშვება აღდგენილი (Refubrished) მოწყობილობები.
- ფერი: ფერის შეთანხმება შესაძლებელი იქნება ბანკთან, ხელშეკრულების გაფორმებამდე, უპირატესობა ენიჭება მუქ და ნეიტრალურ ფერს. ქეისი შემთხვევაში განიხილება შავი ან ნაცრისფერი.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1 (ერთი) წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლითაც განისაზღვრება Samsung ბრენდის მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და თანმდევი აქსესუარების შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში – ხელშეკრულება).
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
აუცილებელია დანართ N1-ში ორივე ცხრილის (#1 და #2) სრულად და ჯეროვნად შევსება. არასრულად შევსებული ცხრილი შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ცხრილი #1-ში ფასი მიუთითეთ დოლარში, დღგ-ს ჩათვლით. ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს (მათ შორის, ტრანსპორტირებას, განბაჟებას და სხვა გადასახადებს). ფასი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ცვლილებას არ ექვემდებარება.
ფასდაკლების პირობები (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში)
- ცხრილი #1-ით განსაზღვრული ერთობლივი მიწოდების გარდა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტენდერის გარეშე, პირდაპირ შეისყიდოს გამარჯვებული პრეტენდენტისგან Samsung ბრენდის ნებისმიერი მოდელის მობილური ტელეფონი და პლანშეტი (მათ შორის, ცხრილი #1-ში მითითებული მოდელები).
- ფასი გამოითვლება ასე: გამარჯვებული პრეტენდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბანკის მიერ შეკვეთის გაგზავნის დღეს, გამოქვეყნებული საცალო ფასი – ცხრილი #2-ით დაფიქსირებული ფასდაკლება (%).
- თუ შეკვეთის დღეს ვებ-გვერდზე პროდუქტზე მოქმედებს სააქციო (შემცირებული) ფასი, ბანკს პროდუქცია მიეწოდება ორ ფასს შორის უმცირესით: (ა) სტანდარტული (აქციამდე) ფასი ფიქსირებული ფასდაკლებით, ან (ბ) სააქციო ფასი.
- ფასდაკლების პროცენტი ფიქსირებულია ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შემცირება დაუშვებელია.
- ფასდაკლება მიეთითება ცალ-ცალკე: (ა) მობილურ ტელეფონებზე; (ბ) პლანშეტებზე; (გ) აქსესუარებზე (ორიგინალი Samsung ადაპტერი, ქეისი).
- დამატებითი შესყიდვისას მოქმედებს წინამდებარე დოკუმენტის ტექნიკური მოთხოვნები (ბრენდი, მდგომარეობა, ქსელი, მოწყობილობის მართვა, გარანტია). ადაპტერისა და ქეისის საჭიროება დაზუსტდება თითოეულ შეკვეთაში.
- ინვოისთან ერთად მომწოდებელი ბანკს წარუდგენს შეკვეთის დღეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფასის დამადასტურებელ ბმულს / ეკრანის ფოტოს. ანგარიშსწორება ხდება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფასის ვალუტაში.
- თუ შესაძენი მოდელი ვებ-გვერდზე არ არის გამოქვეყნებული, ფასი შეთანხმდება მხარეთა შორის წერილობით, შეკვეთის განხორციელებამდე.
- დამატებითი შეკვეთის მიწოდების ვადას მხარეები შეათანხმებენ წერილობითად, თითოეული შეკვეთისთვის;
- ბანკი არ იღებს ვალდებულებას დამატებითი შესყიდვის მინიმალურ მოცულობაზე; დამატებითი შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ ბანკის საჭიროების შემთხვევაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების მისამართი: ლილოს დასახლება, ჭირნახულის 9.
- მიწოდების წესი: ცხრილი #1-ით განსაზღვრული პროდუქცია მიეწოდება ერთობლივად (სრული რაოდენობით, ერთ ჯერზე). ნაწილობრივი მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ბანკის წერილობითი თანხმობით.
- მიწოდების ვადა: მიეთითება დანართ N1-ში, კალენდარულ დღეებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან.
- საგარანტიო პირობები: არანაკლებ 12 თვე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, მოწყობილობასა და ადაპტერზე. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თბილისში საგარანტიო მომსახურების ცენტრის მისამართი. მიწოდებისას დაზიანებული ან გაუმართავი მოწყობილობა უნდა შეიცვალოს ახლით არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
- ვალუტა: დოლარი (ცხრილი #1), დღგ-ს ჩათვლით.
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიური პროდუქციის (მობილური ტელეფონები / პლანშეტები) მიწოდებაში.
- ვებ-გვერდი: პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებ-გვერდი, სადაც გამოქვეყნებულია Samsung ბრენდის მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების ფასები.
- ხელშეკრულების ვადა: ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი შესყიდვა მოხდება „ფასდაკლების პირობების“ შესაბამისად.
- გადახდის პირობა: ცხრილი #1 – შეთანხმებისამებრ, არაუმეტეს 30% ავანსი, დარჩენილი თანხა – სრული მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. დამატებითი შესყიდვა – მოწოდებული პროდუქციის ჩაბარების შემდეგ.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის დასრულებიდან.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე.
- ალტერნატიული მოდელის ან ქეისის შემოთავაზების შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- კომერციული წინადადება – დანართი N1 (ცხრილი #1 და ცხრილი #2), Excel ფორმატში და ხელმოწერილი / დამოწმებული PDF ფორმატში;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დეტალიზაცია: თითოეული მოწყობილობის ზუსტი მოდელი და მოდელის კოდი, ოპერატიული და შიდა მეხსიერება, ადაპტერის მოდელის კოდი; ქეისის მწარმოებელი, მოდელი და ფოტო;
- ვებ-გვერდის ბმული, სადაც გამოქვეყნებულია Samsung-ის მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების ფასები;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგ. კლიენტების ჩამონათვალი, ხელშეკრულებების ან ინვოისების ასლები).
- შემოთავაზებული პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- გამარჯვებულის გამოვლენა: ტექნიკურად შესაბამის წინადადებებს შორის ძირითადი კრიტერიუმია ცხრილი #1-ის ჯამური ღირებულება. დამატებით გაითვალისწინება ცხრილი #2-ის ფასდაკლების პროცენტები, მიწოდების ვადა და საგარანტიო პირობები.
შეფასების კრიტერიუმები:
- ფასი (ცხრილი #1-ის ჯამური ღირებულება) – 60%
- ფასდაკლება (ცხრილი #2-ის შეწონილი%) – 25%
- მოწოდების ვადა (ცხრილი #1) – 15%
დამატებითი ინფორმაცია:
წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკური პარამეტრზე ინფორმაცია, ატვირთული უნდა იყოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის.
ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ გამართოს დამატებითი აუქციონი ტექნიკურად მისაღები წინადადებების მქონე კომპანიებთან, ასევე მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თანდართული დოკუმენტაცია:
- დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება (ცხრილი #1 – ერთჯერადი შესყიდვა; ცხრილი #2 – წლიური ფასდაკლება);
- დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 ნოემბერი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 300 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 2 ნოემბერს, 14:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
ტელ: 579 24 34 75
astepnadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30213200 პლანშეტური კომპიუტერები (ტაბლეტები)
- 32250000 მობილური ტელეფონები