2 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32441 - ფასთა კვლევა სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW ავტომობილების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 ოქტომბერი 2026 დრო 13:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ფასთა კვლევას სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW ავტომობილების შესყიდვაზე.
შესაძლებელია აღნიშნული ავტომობილებიდან გარკვეული რაოდენობა შეიძინოს GWP-ის ჯგუფში შემავალმა სხვა კომპანიამ.
1.2 შესასყიდი ავტომანქანების ტექ. მახასიათებელი:
ტექნიკურ დავალებაში მოცემულია 26 ცალი სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW ავტომანქანების
მინიმალური მოთხოვნები და რაოდენობები:
- მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის (4x4) ტიპის ავტომანქანა
- მსუბუქი ავტომობილები - მაღალი გამავლობის პიკაპის (4x4) ტიპის ავტომანქანა
- მსუბუქი ავტომობილები - უნივერსალი (Station Wagon)
- ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო მიკროავტობუსი
1.3 განფასება
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო ინფორმაცია, ფასები ლარში და ვადები
- დანართი N1-ის მიხედვით. (ფასების ცხრილი)
- დანართი N1 - ფასების და ვადების ცხრილი.xlsx
- პრეტენდენტს აქვს უფლება შემოთავაზება გააკეთოს როგორც ყველა, ასევე მხოლოდ ერთ, ორ ან მისთვის სასურველ ობიექტზე.
1.4 ავტომობილის მიწოდების ვადა:
პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროს დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილში)
1.5 ავტომობილის მიწოდების ფორმა და ადგილი
ავტომობილის გაყვანა გამყიდველის სერვის ცენტრიდან (მხოლოდ ქალაქ თბილისის სერვის ცენტრები);
2 ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.
1.6 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტენდენტის მიერ დანართ N1-შიშემოთავაზებული გადახდის პირობის მსგავსად. უპირატესობა მიენიჭება კონსიგნაციის ვადას.
1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი / წარმოსადგენი მონაცემები:
- კომპანიის განახლებული ამონაწერი ტენდერის გამოცხადების მომენტიდან;
- დანართი N1- ფასების და ვადების ცხრილი
- ავტომობილის ტექ. მახასიათებელი და სრული კომპლექტაცია სასურველია ორ ენაზე
- ქართული და ინგლისური (დანართ N1-ის შესაბამისად) საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები;
- ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით)
- შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (2 კითხვარი).
- კითხვარი 01- HMG-202X-XX-Suppliers'-Certification-Questionnaire_GEO-Final
- კითხვარი 02 - Responsible-Statement-FCC-Code-of-Ethics-and-Conduct_GEO-Final
1.8 GWP-ის განსაკუთრებული მოთხოვნები:
- საგარანტიო პერიოდი უნდა ვრცელდებოდეს ტექნიკურ დავალებებში მოცემული ვადების მოთხოვნისამებრ; უფრო დიდ საგარანტიო ვადას მიენიჭება უპირატესობა;
- მონაწილემ უნდა წარადგინოს, საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
- პრეტედენტს უნდა ჰოქნდეს თბილისში სერვისის ცენტრის მინიმუმ ერთი ლოკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე საკუთარი ხარჯებით;
- პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომანქანების სრული კომპლექტაცია; სასურველია ორ ენაზე: ქართული და ინგლისური
შენიშვნა:
ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში
ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
2) დანართი N1- ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელოწერილი, ასევე ექსელის ფორმატში;
3) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.8 ხელშეკრულების გაფორმება
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.
ხელშეკრულების დრაფტი ატვირთულია თანდართულ ფაილებში.
1.9 სხვა მოთხოვნა
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცხდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა,
- შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული
- მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 ნოემბერი 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები