ჩაბარების ვადა:
2 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32447 - ფასთა გამოკითხვა შემსქელებლის თასის რკინაბეტონის კონსტრუქციის შეკეთებაზე
- გამომცხადებელი: RMG Copper
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს. არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას შემსქელებლის თასის რკინაბეტონის კონსტრუქციის შეკეთებაზე.
- მომსახურების შინაარსი: შემსქელებლის თასის რკინაბეტონის სტრუქტურის შეკეთება
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 02.11.2026 18:00 საათი
- კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.
- შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში №1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 511 21 00 35
ტენდერის კატეგორია:
- 45262330 ბეტონის კონსტრუქციების შეკეთება
დოკუმენტაცია
Price survey on the Repair and modernization of the thickener
Price survey on the Repair and modernization of the thickener
Опрос цен на Ремонт железобетонной конструкции чаши сгустителя
Опрос цен на Ремонт железобетонной конструкции чаши сгустителя
დანართი 1
დანართი 1
დანართი 2
დანართი 2
დანართი 3
დანართი 3
დანართი 4
დანართი 4
ტექნიკური დავალება
ტექნიკური დავალება
ფასთა გამოკითხვა
ფასთა გამოკითხვა
ფოტო 1
ფოტო 1
ფოტო 2
ფოტო 2