ჩაბარების ვადა:

3 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32478 - ტენდერი ერთიანი მონაცემთა პლატფორმის (unified data platform) ლიცენზიისა და მასთან დაკავშირებული ინტეგრაციის, დანერგვისა და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 28 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს ერთიანი მონაცემთა პლატფორმის (unified data platform) ლიცენზიისა და მასთან დაკავშირებული ინტეგრაციის, დანერგვისა და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე.

*გთხოვთ, იხილეთ თანართული სახით ტექნიკური დავალების დოკუმენტი.

კონკრეტული დავალება:

პლატფორმამ სხვადასხვა სისტემაში გაბნეული მონაცემები ერთ სივრცეში უნდა გააერთიანოს და უზრუნველყოს მათი ანალიზი, ანგარიშების ავტომატიზაცია და ბუნებრივ ენაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. შესყიდვა მოიცავს პლატფორმის ლიცენზიას, მონაცემთა წყაროების ინტეგრაციას, დანერგვას, მომხმარებელთა სწავლებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • მიმწოდებელი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის ტექნიკური გუნდი საქართველოშია და შეუძლია სამუშაოს შესრულება კომპანიის თბილისის ოფისში.
  • ტექნიკური მხარდაჭერა ქართულ ენაზე. კრიტიკულ ინციდენტზე რეაგირება სამუშაო დღეებში არაუგვიანეს 4 საათისა, დანარჩენ მოთხოვნებზე არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მსხვილ კომპანიებში არანაკლებ 2 დანერგილი პროექტის გამოცდილება, საკონტაქტო რეკომენდაციებით.
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არანაკლებ 2 თვის უფასო საცდელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პლატფორმა სრული ფუნქციონალით მუშაობს კომპანიის რეალურ მონაცემებზე. ლიცენზიის საფასურის გადახდა იწყება საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ.
  • დანერგვის პერიოდისთვის მიმწოდებლის მხრიდან გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი (implementation manager), რომელიც კომპანიის პროექტის გუნდთან კოორდინაციას უზრუნველყოფს.
  • მინიმუმ 4 წელი

გადახდის პირობები: მოლაპარაკების საგანი (დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებთ)

ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე

ხელშეკრულების ვადები: 2026 წლის დეკემბერი-2029 წლის დეკემბერი

საგარანტიო პირობები: 2026 წლის დეკემბერი-2027 წლის იანვარი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ნინო სუთიძე
ტელ: 555508958

ტენდერის კატეგორია:

  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები