ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32547 - ბაზრის კვლევა მარკეტინგის ბიზნეს პროცესებში ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: შპს სელფი მობაილ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სელფი მობაილი აცხადებს ბაზრის კვლევას მარკეტინგის ბიზნეს პროცესებში ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის მომსახურებაზე.

შპს „სელფი მობაილი“ გეგმავს მარკეტინგის გუნდის სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას, არსებული პროცესების გამარტივების, ავტომატიზაციის, სამუშაო ეფექტიანობის გაზრდისა და დროითი რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვატარებთ ბაზრის წინასწარ კვლევას, რომლის მიზანია შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიების იდენტიფიცირება, ბაზარზე არსებული გადაწყვეტილებებისა და შესაძლო თანამშრომლობის პირობების შესწავლა.

მომსახურების ძირითადი მიმართულებები:

  • არსებული ბიზნესპროცესების შეფასება – მარკეტინგის გუნდის სამუშაო პროცესების შესწავლა, შრომატევადი და არაეფექტიანი ეტაპების გამოვლენა და AI-ის გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება – კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება, პრიორიტეტების განსაზღვრა მოსალოდნელი ეფექტიანობისა და დანერგვის სირთულის გათვალისწინებით.
  • AI ინსტრუმენტების დანერგვა და ინტეგრაცია – არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრაცია ან საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური AI გადაწყვეტილებებისა და ავტომატიზებული პროცესების შემუშავება და დანერგვა.
  • თანამშრომლების გადამზადება და მხარდაჭერა – გუნდის მომზადება, AI ინსტრუმენტების ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დანერგვის შედეგების შეფასება.

პოტენციური პარტნიორის მიმართ მოთხოვნები:

  • AI გადაწყვეტილებების ბიზნესპროცესებში პრაქტიკული დანერგვის დადასტურებული გამოცდილება;
  • მსხვილ კომპანიებთან ან კორპორაციულ კლიენტებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • განხორციელებული პროექტების, შესაბამისი რეკომენდაციებისა და გაზომვადი შედეგების წარმოდგენის შესაძლებლობა;
  • AI გადაწყვეტილებების ტექნიკური დანერგვისა და შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია: კვლევის ფარგლებში განიხილებიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ AI გადაწყვეტილებების პრაქტიკული დანერგვის გამოცდილება და არა მხოლოდ ტრენინგებისა დაზოგადი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კომპანიებს ვთხოვთ, წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის მოკლე პროფილი და შესაბამისი გამოცდილება;
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების აღწერა და ძირითადი კლიენტების შესახებ ინფორმაცია;
  • შემოთავაზებული მიდგომა და მომსახურების ძირითადი ეტაპები;
  • პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები;
  • მომსახურების სავარაუდო ღირებულება ან ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია.

აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ბაზრის წინასწარ კვლევას და არ გულისხმობს მიმწოდებლისშერჩევის საბოლოო ეტაპს.

 გთხოვთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 10.11.2026 18:00 საათმდე ელ.ფოსტაზე:  Vkakuliya@cellfie.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
შეკითხვები