ჩაბარების ვადა:

19 ნოემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32590 - ტენდერი ქალაქ თბილისში არსებული ორი დამოუკიდებელი შენობის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯეო-ჯიფსუმ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 ნოემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯეო-ჯიფსუმ“ აცხადებს ტენდერს #01-05/10/26-MEP ქალაქ თბილისში არსებული ორი დამოუკიდებელი შენობის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რაც მოიცავს ნახაზების მიხედვით HVAC, ელექტროობის, ინტერნეტის ქსელისა და წყალმომარაგება-წყალარინების პროექტების მომზადებას შესაბამისი მასალების მოცულობებისა და სპეციფიკაციების ჩამონათვალით.

ობიექტების რაოდენობა - 2;

ობიექტების მდებარეობა:

  • ობიექტი #1 - ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა #75ბ
  • ობიექტი #2 - ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა, #70ა

სავარაუდო ფართობები:

  • ობიექტი #1 - 2 383 კვ.მ
  • ობიექტი #2 -  6 620,9 კვ.მ

შესრულების საორიენტაციო ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღე.

თანდართული ფაილები:

  • დანართი-1 - საპროექტო-სამუშაოები
  • დანართი-2 - ნახაზები - ობიექტი #1
  • დანართი-3 - ნახაზები - ობიექტი #2

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

• შევსებული კომერციული წინადადება - დანართი 1 - საპროექტო სამუშაოები უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. წინადადება უნდა წარმოადგინოთ ლარში; ღირებულება უნდა მოიცავდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს; წინადადება უნდა მოიცავდეს ანგარიშსწორების პირობას.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ან საოფისე მიმართულებით ანალოგიური მომსახურების განხორციელების გამოცდილების შესახებ (ფართობის მინიმალური მოცულობა 6000 მ2).
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
    - განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
    - კომპანიის სრული დასახელება;
    - საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ბეჭდიანი ცნობის სახით);
    - საკონტაქტო პირი და საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა: პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი დეტალები:

  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გამართოს დამატებითი შეხვედრები ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, შესყიდვის დეტალების დაზუსტების მიზნით.
  • ტენდერის გამოცხადება არ აჩენს ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით
  • დამკვეთი უფლებამოსილია ტენდერის პროცესი ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გადაავადოს ან გააუქმოს თავისი შეხედულებისამებრ.

წინადადების წარდგენის წესები:

შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.

კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება და ნომერი - „#01-05/10/26-MEP ქალაქ თბილისში არსებული ორი დამოუკიდებელი შენობის საპროექტო სამუშაოების შესყიდვა“.
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 19 ნოემბერი 2026 (15:00 საათი)

საკონტაქტო პირები:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ძიძიკაშვილი 
ტელ: 555 192125

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნათია გელაშვილი
ტელ: 577 756006

ტენდერის კატეგორია:

  • 71321000 ტექნიკური პროექტირება შენობებში ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების განსათავსებლად
შეკითხვები