ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32592 - ტენდერი Radisson Blu Branded Residences-ის პროექტის შიდა სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს ნექსთ ფროფერთი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნექსთ ფროფერთი“ აცხადებს ტენდერს Radisson Blu Branded Residences-ის პროექტის შიდა სარემონტო სამუშაოებზე. 

კომპანია “ნექსთი“ საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში თანამედროვე, უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, მათ შორის — საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels & Resorts-თან პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, ასევე შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-ჰოტელებს, ვილებსა და ბიზნეს-აპარტამენტებს.

დღეისათვის „ნექსთი“ ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან, რაც კომპანიის საერთაშორისო მასშტაბსა და გლობალურ გამოცდილებას უსვამს ხაზს.

სამშენებლო სამუშაოები შპს “ნექსთ ფროფერთი“-ს ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. მშენებლობაში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

Radisson Blu Branded Residences კი წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ბათუმში, გონიოს ტერიტორიაზე. პროექტი მოიცავს 26-სართულიან შენობას, რომელშიც განთავსებულია 576 ბრენდირებული აპარტამენტი და სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საერთო სივრცეები. აპარტამენტები განლაგებულია შენობის +2-დან +25 სართულის ჩათვლით, თითოეულ სართულზე 24 აპარტამენტი. საცხოვრებელი ნაწილი მოიცავს 5 ტიპის აპარტამენტს, მათ შორის სტუდიოს ტიპის, ერთსაძინებლიან და ორსაძინებლიან ბინებს.

შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს 576 აპარტამენტის, საერთო სივრცეების და ლიფტის ჰოლების სარემონტო სამუშაოებს.

დოკუმენტაცია იხ ლინკზე:

https://nextsalesltd-my.sharepoint.com/:f:/g/personal/m_mshvildadze_nextgroup_ge/IgD3LUBRsC5CTKgnwq2xgE1aAQwttWIkQqRziz9CaV3FeN0

2. სამუშაოების ობიექტი და ადგილმდებარეობა

  • სამუშაოების შესრულების ადგილია: გონიო, ბათუმი.
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს დამტკიცებული არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინ პროექტების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და Radisson Blu-ს ბრენდული სტანდარტების შესაბამისად.

3. კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს:

  • სამუშაოების ხარისხიანი შესრულება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • კვალიფიციური სამუშაო ძალისა და შესაბამისი ტექნიკური რესურსების მობილიზება;
  • სამუშაოების ეტაპობრივი ორგანიზება სართულებისა და ზონების მიხედვით;
  • სხვა სამშენებლო და საინჟინრო კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;

ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანია უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
  • ტენდერში მონაწილე იურიდიულ პირს 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოები.
  • აღნიშნულ პერიოდში შესრულებული მსგავსი სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარისა.
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
  • მონაწილემ ასევე უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია სამუშაოების პარალელურ რეჟიმში შესრულებისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსი.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მინიმუმ 2 (ორი) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მათი საკონტაქტო ტელეფონის ნომრების, ელექტრონულიფოსტის მისამართებისა და კომპანიაში დაკავებული პოზიციების მითითებით;
  • სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • კომერციული შეთავაზება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამუშაოების შესრულების პირობებისა და საგარანტიო პერიოდის შესახებ; (უნდა შეივსოს ექსელის ფაილი)
  • გადახდის პირობები, მათ შორის, ავანსის პროცენტული მაჩვენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.სამუშაოების დაწყების თარიღი: 2026 წლის დეკემბერი. სამუშაოების დასრულების თარიღი: 2027 წლის სექტემბერი. 
  • შესრულებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, გაწეული მომსახურების მოკლე აღწერით, საერთო ღირებულებისა და შესრულების პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც გაცემულია ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

სატენდერო წინადადების ღირებულება:

  • სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს დანარიცხებს, დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და ხელობის ფასს;  (მასალებს აწვდის დამკვეთი)
  • სატენდერო წინადადების ღირებულება ასევე უნდა მოიცავდეს სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ხარისხისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა სახარჯი მასალის, მათ შორის, წებოვანი ლენტის (სკოჩის), დამცავი ცელოფნისა და სხვა შესაბამისი მასალების შეძენისა და გამოყენების ხარჯებს. ასევე კონტრაქტორი საკუთარი ხარჯებით, ვალდებულია, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შეიძინოს და შეინარჩუნოს ძალაში მყოფი ადეკვატური სადაზღვევო პოლისები.
  • კლიენტი უზრუნველყოფს მასალების სართულებზე მიწოდებას. 

სამუშაოების მიღება:

გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესრულების დასამტკიცებლად კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ფორმა-2, და სამუშაოსსპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულად და მიწოდებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მას დაამტკიცებს დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

სამუშაოების სრული შესრულებისა და მიღების საფუძველზე, მხარეები აფორმებენ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს.

საგარანტიო ვადა:

შესრულებული სამუშაოების გარანტიის ვადას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 12 თვეს უნდა შეადგენდეს. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს უკეთესი საგარანტიო ვადა, რაც ჩაითვლება კონკურენტულ უპირატესობად. თუ არსებობს გარანტიის გამონაკლისები/ტექნიკური პირობები, წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

ფინანსური გარანტია:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია წინასწარი გადახდის (საავანსო თანხის) მოთხოვნის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ავანსი დაცული უნდა იყოს საბანკო გარანტიით. ავანსისუზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იმოქმედებს წინასწარი თანხის შესაბამისი სამუშაოების მიღებამდე, რაც დადასტურდება ზემოაღნიშნული წესით დადებული მიღება-ჩაბარების აქტით;
  • კონტრაქტორი ვალდებულია წარმოადგინოს ხარისხის უპირობო გარანტია ხელშეკრულების/შესრულებული ჯამური ღირებულების არანაკლებ 5%-ზე, მინიმუმ 12 თვის ვადით და თარიღი დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან.
  • საბანკო გარანტიები გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ.

გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების დაცვა:

სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნების და სახელმწიფო უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვა.

კონტრაქტორი პასუხისმგებელია ობიექტზე მის მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. კონტრაქტორი ვალდებულია, თავისი ოპერაციები განახორციელოს ობიექტზე მოქმედი უსაფრთხოების, შრომისჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ყველა რეგულაციის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორის სამუშაოები წარმოადგენს მაღალ რისკებს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების თვალსაზრისით და უნდა მიეცეს რჩევა სიტუაციის მართვის შესაბამისი ზომების შესახებ. ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების ნებისმიერი დარღვევა იწვევს ფინანსურ ჯარიმას დამკვეთის მხრიდან.

სატენდერო წინადადება:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2026 წლის 16 ნოემბრისა.
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი (1 ეგზემპლარი) ასევე ელექტრონული სახით (ფლეშ დისკი).
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ (აქსისის ბიზნეს ცენტრი) მე7ე სართული, კომპანია Next. ან ბათუმში მისამართზე მერაბ კოსტავას N20.
  • სატენდერო დოკუმენტაციის ნაბეჭდი ასლი უნდა იყოს დამოწმებული კომპანიის დირექტორის ხელმოწერით დაკომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენისას, ფასის შეთავაზება და გრაფიკები უნდა იყოს გამოყენებული Excel-ისდა/ან Microsoft Project-ის ფორმატში, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტი - PDF ფორმატში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით ზემოთ მითითებულ მისამართზე. მეილზე გამოგზავნილი წინადადება განხილვას არ დაექვემდებარება.

კომერციული წინადადება ძალაში უნდა იყოს მისი წარდგენიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • *შპს „ნექსთ ფროფერთი“ არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს. 
  • შეთავაზებების მიღების დედლაინი: 16 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

ლელა
ტელ: 598 299 991

ობიექტზე ვიზიტის შესათანხმებლად დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს:

მარიამი
ტელ: 599 028 239

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

შეკითხვები