9 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32596 - აუქციონი ბრენდირებული ჩემოდნების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 200.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 6 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 ნოემბერი 2026 დრო 15:00
აუქციონის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს აუქციონს ბრენდირებული ჩემოდნების შესყიდვაზე. შესყიდვის ჯამური საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 50 ერთეულს.
აუქციონი ჩატარდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულებით (ერთეულის ღირებულებაXრაოდენობა).
| N | დასახელება |
ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები |
რაოდენობა (ცალი) |
| 1 |
ბრენდირებული ჩემოდანი (სრული კომპლექტით) |
ზომები და წონა: ხელბარგის სტანდარტული ფორმატი, ზომით არაუმეტეს 55 x 40 x 23 სმ; წონა არაუმეტეს 3.4 კგ. ძირითადი კორპუსი: დარტყმაგამძლე, ელასტიკური და მსუბუქი მასალა (ABS, პოლიკარბონატი ან შესაბამისი მყარი კომპოზიტი). სახელურები: ბორბლების სისტემა: 4 ერთეული 360°-ით თავისუფლად მოძრავი მანევრული ბორბალი ხმაურის დაბალი დონით. უსაფრთხოების სისტემა: ჩემოდნის კორპუსში ინტეგრირებული კოდური საკეტი (სასურველია TSA სტანდარტის). შიდა სივრცის ორგანიზება: ორმხრივი ძირითადი განყოფილება: ფერები და დიზაინი: ნარინჯისფერი (Orange Gloss Finish) ან ბანკთან შეთანხმებული შესაბამისი ტონალობა. ლოგოს დატანის (ბრენდინგის) პირობა: ჩემოდნის კორპუსზე ქარხნულად უნდა განთავსდეს მაღალი მდგრადობის მქონე თეთრი ფერის ულტრაიისფერი (UV Print) ან აბრეშუმტრაფარეტული (Silk Screen Print) ბეჭდვით: |
50 |
მიწოდების გრაფიკი და ვადები
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობით:
- სრული პარტიის (50 ცალი) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში.
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქ. N9 (საქართველოს ბანკის საწყობი), ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მომწოდებელი.
ტენდერში მონაწილეობისა და გადახდის პირობები:
გადახდის პირობა: შეთანხმებისამებრ, წინასწარი ავანსი 30%-ის ოდენობით. დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება მოწოდებული პროდუქციის სრულად ჩაბარების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
ფასის ვალუტა: ლარი
შეთავაზების ვალიდურობა: წარმოდგენილი წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ფიზიკური ნიმუში: შერჩევის ეტაპზე პრეტენდენტმა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისი ფიზიკური ნიმუში (ნიმუშის ნახვა გვსურს და სავალდებულო პირობას წარმოადგენს).
გამოცდილება: სასურველია ანალოგიური სირთულისა და მოცულობის სამგზავრო ჩანთების/ჩემოდნების ან სასაჩუქრე პროდუქციის დამზადებისა და მიწოდების გამოცდილება.
რაოდენობის ცვლილება: ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია.
ხელშეკრულების უპირატესობა: ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ფასების ცხრილი: აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის (დანართი N1) სრულად და ჯეროვნად შევსება.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 200 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 9 ნოემბერს, 15:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
ტელ: +995 591 220 520
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 18920000 საბარგო ჩანთები