16 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32600 - ტენდერი Veritas Netbackup პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მხარდაჭერის განახლების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 6 ნოემბერი 2026 დრო 12:30
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 ნოემბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს Veritas Netbackup პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მხარდაჭერის განახლების შესყიდვაზე.
ფასი უნდა იყოს წარდგენილი, როგორც 1 წლიანი, ასევე 3 წლიანი მხარდაჭერის გათვალისწინებით.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამურიფასი;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. „datasheet“ ფაილები;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 3)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller)იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
- დავალებათა აღწერილობა
- შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში.
- სატენდერო მოთხოვნები
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არუნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობისმოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი(ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობis შემთხვევაში.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი 1: ფასების ცხრილი
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 3: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია
მარიამ ტაბატაძე
ტელ: 577 331197
tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48710000 პროგრამული პაკეტები სარეზერვო ასლების გასაკეთებლად ან დაკარგული ფაილების აღსადგენად
- 72260000 პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები