19 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32632 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
- გამომცხადებელი: შპს ედისონ სთორი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 12 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ედისონ სთორი“ აცხადებს კონკურსს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის ობიექტი:
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლებისთვის განსხვავებული სადაზღვევო პაკეტების შეთავაზების შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები სადაზღვევო მომსახურების მიმართ:
სადაზღვევო პაკეტები უნდა მოიცავდეს შემდეგ მომსახურებებს:
-
პირადი ექიმისა და სამედიცინო ასისტანსის მომსახურება;
-
სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
-
გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
-
გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება;
-
ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;
-
პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები;
-
მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება;
-
გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
-
ორსულობისა და მშობიარობის ხარჯების დაფარვა;
-
ონკოლოგიური და კარდიოლოგიური მომსახურება;
-
ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობა;
-
სამედიცინო მომსახურების მიღება პროვაიდერ და არაპროვაიდერ დაწესებულებებში.
მოთხოვნები სადაზღვევო პაკეტების მიმართ:
სადაზღვევო კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მინიმუმ სამი კატეგორიის პაკეტი:
-
პრემიუმ პაკეტი — მაღალი სადაზღვევო ლიმიტებითა და ფართო დაფარვით;
-
საშუალო პაკეტი — ოპტიმალური სადაზღვევო პირობებით;
-
სტანდარტული პაკეტი — ძირითადი სამედიცინო მომსახურებების დაფარვით.
სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:
-
თითოეული პაკეტის ყოველთვიური ღირებულება ერთ თანამშრომელზე;
-
ოჯახის წევრების დაზღვევის პირობები და ღირებულება;
-
თითოეული სამედიცინო მომსახურების დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი და წლიური ლიმიტი;
-
პროვაიდერი კლინიკებისა და სააფთიაქო ქსელების ჩამონათვალი;
-
მომსახურების მიღებისა და ხარჯების ანაზღაურების პროცედურები;
-
სადაზღვევო გამონაკლისები და შეზღუდვები;
-
კორპორატიული კლიენტებისთვის დამატებითი სერვისები და შეღავათები.
დამატებითი პირობები:
სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ ალტერნატიული ან გაუმჯობესებული პაკეტები, რომლებიც უზრუნველყოფს უკეთეს სადაზღვევო დაფარვას ან კონკურენტულ ფასს.
წარმოდგენილი წინადადებები შეფასდება სადაზღვევო პირობების, მომსახურების ხარისხის, პროვაიდერი ქსელისა და ფასის გათვალისწინებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ნათია მუმლაძე
ტელ: 598 774 402
accountant@edison.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66512000 უბედური შემთხვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევა