ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32791 - ტენდერი სტაციონალური ციფრული რენტგენის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ევექსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 25 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

„სს ევექსი“ („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს სტაციონალური ციფრული რენტგენის შესყიდვაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად. 

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ერთჯერადი ნასყიდობის ხელშეკრულება. 

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 4 დეკემბრის 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება: 25 ნოემბერი,  2026
სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 04 დეკემბერი, 2026
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 11 დეკემბერი, 2026
ხელშეკრულების გაფორმება: 15 დეკემბერი, 2026

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.  
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
  • შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
  • ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
  • სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან. 

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები

სტაციონალური ციფრული რენტგენი - 1 ერთული

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს წინადადება, როგორც ახალი აპარატის ასევე , მეორადი აპარატის შესყიდვაზე. შემსყიდველი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეარჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი 1 ერთეულის შესყიდვაზე.
  • მოთხოვნილი საგარანტიო პერიოდი:
  • ახალი აპარატის შემოთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გარანტია;
  • მეორადი აპარატის შემოთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გარანტია (ადგილობრივი გარანტია);

პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს ოფიციალური საგარანტიო ბარათი

შესასყიდი აპარატის ტექნიკური მახასიათებლები:

შემოთავაზებული ტექნიკური პარამეტრები და დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს უშუალოდ მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ მახასიათებლებს, რისი შესაბამისი დოკუმენტი უნდა იქნეს წარმოდგენილი შემოთავაზებაში. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ოფიციალური წერილი გასროლილი სხვივების რაოდენობის თაოაბზე. შემსყიდველი უფლებამოსილი იქნება შერჩეულ კომპანიასთან ადგილზე გადაამოწმოს ფაქტობრივი და წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტე.

საქონლის მოწოდების პარალელურად მომწოდებელმა უნდა უზურნველყოს აპარატურის მოწოდება, მონტაჟი, კალიბრაცია საგარანტიო პერიოდში, გაშვება და პერსონალის ტრეინინგი. მონტაჟისა და აპარატურის გამართული მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალის ჩამონათვალი, განსათავსებელ სივრცესთან დაკავშირებული რეკომენდაცია წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული შემსყიდველთან (სადენები, ავტომატური ამომრთველი და სხვა).

რეგულარული მომსახურება(საგარანტიო პერიოდში):

  • რეგულარული მომსახურება(საგარანტიო პერიოდში): რეგულარული შემოწმება და მომსახურება, რენტგენის აპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა მომსახურების გაწევის შემდეგ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის მანძილზე;
  • კალიბრაცია: კალიბრაციის მომსახურების გაწევა და შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენა; 

შემოთავაზებაში ასევე, განსაზღვრული უნდა იყოს დიაგნოსტირების ფასი და პერიოდი 

პრევენციული მომსახურების უზრუნველსაყოფად მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი რეკომენდაცია: პრევენციული მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის მოვლა - პატრონობის რეკომენდაცია. 

დანართი № 1- ში მოცემული მოთხოვნებისა და საგარანტიო პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადება/წინადადებები.

სერვის მომსახურების პირობები საგარანტიო პერიოდის განმავლობაში: 

  • მომსახურება გულისხმობს დაზიანებული აპარატის შეკეთებას და საჭიროების შემთხვევაში დეტალების შეცვლას. ამასთან, ტექნიკური მომსახურების შემდეგ ყოველ ჯერზე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს რენტგენის აპარატის ექსპლუატაციაში გაშვება.
  • მიმწოდებელი დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 1 (საათის) განმავლობაიში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე, მოახდინოს დაზიანებული აპარატის დეტალური დათვალიერება და პრობლემის იდენტიფიცირება
  • მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ქარხნული, ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც მეორადი სათადარიო ნაწილის ფასი განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
  • შემსრულებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან;
  • მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანების აღმოფხვრა.
  • მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
  • მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება ჩაბარების აქტი და შემოწმების ოქმი ) წარმოადგინოს არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში
  • რენტგენის აპარატის დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი შემოწმების ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს აპარატის მარკა, მოდელი და სიმძლავრე, ნამუშევარი საათი/გატყორცნილი სხივების რაოდენობა, აპარატის შემოწმებისას შემსყიდვლის მხრიდან წარმოდგენილი პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
  • იმ შემთხვევაში თუ რენტგენის აპარატის შეკეთება არ მოითხოვს სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთას/შეძენას, მიმწოდებელი ვალდებულია აპარატის შეკეთება (მათ შორის სათადარიგო ნაწილის შეცვლა და ექსპლუატაციაში გაშვება) უზრუნველყოს შემოწმების ოქმის ხელმოწერიდან 48 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული დეტალი ექვემდებარება შეკეთებას და საჭიროებს დამატებით დროს, მაშინ მიმწოდებელმა არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს.იმ შემთხვევაში თუ რენტგენის აპარატის ისეთი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, რომელი ნაწილიც საქართველოში არ მოიპოვება, თუკი აღნიშნული ნაწილის შეცვლა შედის მიმწოდებლის ვალდებულებაში, მიწოდების ვადა განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, მოახდინოს აღნიშნული ნაწილის შეძენა და შეცვლა. აღნიშნული პირობის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემსყიდველს და მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია.

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შემდგომ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, არანაკლებ თვეში ერთხელ, (ყოველი თვის ბოლოს), მოახდინოს ტექნიკური გამართულობის შემოწმება/დიაგნოსტირება და არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველის წერილობით ინფორმირება შემოწმებული ნაწილების, კვანძების გამართულობის შესახებ. 

შემოთავაზებაში ასევე, განსაზღვრული უნდა იყოს დიაგნოსტირების ფასი და პერიოდი საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ. 

პრევენციული მომსახურების უზრუნველსაყოფად მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი რეკომენდაცია: პრევენციული მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის მოვლა - პატრონობის რეკომენდაცია.

დანართი № 1- ში მოცემული მოთხოვნებისა და საგარანტიო პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადება/წინადადებები. 

3. აპარატის ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები:

  • ზოგად კვლევების მაღალტექნოლოგიური რადიოგრაფიულ-ფლუოროსკოპიული კომპიუტერიზებული სისტემა, დისტანციაზე მართვის შესაძლებლობით, მრავალპოზიციონირებადი მაგიდით; მართვის პანელით,
  • ინტეგრირებული რენტგენის მილაკით, მოტორიზებულად მოძრავი მილაკით
  • ავტომატური და მანუალური შერჩევა, დოზის შემცირების მართვა
  • ციფრული გამოსახულების მიღება-შენახვა-გადაცემა
  • სტატისტიკური დეტექტორით
  • ბრტყელ პანელური დეტექტორით
  • პაციენტის დასხივების მაჩვენებელი (დაპი)
  • მაგიდის ჰორიზონტალური ზომა : არანაკლებ 22 სმ
  • მაგიდის ზომა: არანაკლებ 210x65 სმ
  • მაგიდის ზემოთ/ქვემოთ აწევ დაწევის ფუნქცია
  • მაგიდის გადახრა: მინიმუმ +90/-30 გრადუსი
  • კასეტის ავტომატური მიმღები
  • მილაკიდან მანძილი SID: 110-150 სმ
  • მაგიდის ამწეობა 150 კგ
  • დოზირება ავტომატური და მანუალური
  • მილაკიდან მანძილი SID: 110-150 სმ
  • მაგიდის ამწეობა 150 კგ
  • დოზირება ავტომატური და მანუალური
  • 40 kV to 150 kV
  • 10 to 630 mA
  • 0.5 to 800 mAs / 0.001 s to 10 s
  • გამოსახულების გამაძლიერებელი 12"(33 სმ) ციფრული CCD კამერა ( eopi)
  • მაღალი რეზოლუციისა და კონტრასტის გამოსახულების ავტომატური მართვა
  • 50kv to 125kv / 0.3 mA to 4 mA
  • მაღალი სიხშირის გენერატორი - 50 kW
  • ელ.კვება 3ფ. 400ვ,+/-10%; 50ჰც
  • კასეტის ზომა 18X24-35-43 სმ
  • მაღალი სიჩქარის ანოდის როტაციის მილაკი, მინ.ფოკალური ზომა: 0,3/0.8მმ; ფილტრაცია: 1.5 mm Al ექვივალენტი
  • რენტგენის მილაკი 400 KHU
  • პულსირებული ფლუორსოკოპია/Pulse rate, 3,75. 7,5. 10. 15 fps· მონიტორი LCD 19"
  • CD-R, DVD-R ჩაწერის შესაძლებლობა
  • მხრების დამჭერი
  • ხელის დამჭერი
  • ფეხების დამჭერი
  • DICOM Query/Retrieve; Storage Commitent;
  • DICOM Print;

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • გადახდის პირობა
  • შესასყიდი საქონლის ხარისხი
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა

5. სატენდერო წინადადების ფორმატი

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ბრენდების ჩამონათვალი, რომელსაც წარმოადგენს კომპანია. პარტნიორების და კლიენტების ჩამონათვალი;
  • გამოცდილება:
    - კლიენტების ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი მიწოდებული დანადგარების და კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
    - შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;
  • კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას , დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, დამხმარე ყველანაირი მასალისა და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე 

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.

6. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში. 

7. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 04 დეკემბერი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე 
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: skobaidze@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33111000 რენტგენის აპარატურა
  • 50421200 რენტგენის აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 50433000 დაკალიბრების მომსახურება
  • 51411000 გამოსახულების შემქმნელი მოწყობილობების მონტაჟი
შეკითხვები