
ჩაბარების ვადა:
26 დეკემბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3299 - ტენდერი გაზგასამართი სვეტების ავტომატიზირებული მართვის აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის გაზგასამართი სვეტების ავტომატიზირებული მართვის აპარატების შესყიდვაზე #19/12-NEO-P/PB-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- გაზგასამართი სვეტების ავტომატიზირებული მართვის აპარატი - 60 ცალი;
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ აპარატების კომპლექტაცია.
შენიშვნა:
- ტექნიკა (Hardware) გათვლილი უნდა იყოს საოპერაციო სისტემა Windows 8.1-ზე ან მომდევნო ვერსიებზე;
- თერმული პრინტერის, პლასტიკური ბარათის წამკითხველისა და შტრიხკოდის სკანერების მიწოდება მოხდება დამკვეთის მიერ.
- აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა მოხდება დამკვეთის მიერ.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალური ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე: საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26.12.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 76100000 პროფესიონალური მომსახურებები გაზის მრეწველობისათვის
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა