ჩაბარების ვადა:
        
    9 თებერვალი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3460 - ტენდერი უწყვეტი კვების წყაროების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 9 თებერვალი 2018 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს უწყვეტი კვების წყაროების შესყიდვაზე.
| # | დასახელება | ფასი (დანართი 1-ის მიხედვით) | 
| 1 | UPS შესყიდვა (იხ. დანართი 1) | 
დამატებითი მოთხოვნები:
- მოწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალურად შევსებული დანართი #1, ამასთან აუცილებელია მოთხოვნილ ყველა პოზიციაზე ფასის მითითება (სხვა შემთხვევაში (ჯამური ფასით) არ განიხილება)
 
სხვა პირობები:
- შემოთვაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
 - ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მიწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
 - გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება გენერალური ხელშკრულება;
 - მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
 - მომწოდებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ქარხნული 2 წლიანი გარანტია
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მიწოდების ვადები და ა.შ;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - ინჟინრების სეთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 2 თებერვლიდან 2018 წლის 9 თებერვლის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - მომწოდებელმა პროდუქტი #1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს დანართი #1-ის შევსების შედეგად მიღებული ჯამი,;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: თეა გიორგაძე - 599 91 50 78
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=853&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
 - 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები