13 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT350 - ტენდერი თერმოგრაფიული ქაღალდის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 13 თებერვალი 2015 დრო 17:00
 
სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს რიგის მარეგულირებელი სისტემის (Q-matic) თერმოგრაფიული ქაღალდის შესყიდვაზე. 
საქონლის დასახელება:
- 1000 ერთეული თერმოგრაფიული ქაღალდი Q-matic 60*60
 
დამატებითი მოთხოვნები: 
წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით). 
მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 
მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.
მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 10 (ათი) სამუშაო დღეს.
დამატებითი ინფორმაცია
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 6 თებერვლიდან – 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით;
 - თანხის გადახდა მოხდება შეკვეთის მოწოდების შემდეგ;
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
 - გთხოვთ, მომსახურების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
 
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 13 თებერვალი, 17:00 საათი. 
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა. 
ტენდერის ბმული საქართველოს ბანკის ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=363&lang=geo