ჩაბარების ვადა:
        
    27 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3610 - ტენდერი ყაბალახების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2018 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ყაბალახებზე.
ტექნიკური მახასიათებლები
- მასალა – შალი
 - ზომა – 2,40*43 *30სმ
 - რაოდენობა – 300 ცალი
 
სატენდერო აპლიკაცია უნდა მოიცავდეს:
- ნიმუშს;
 - შეკვეთიდან მიწოდების ვადას;
 - ფასში უნდა შედიოდეს ყველა შესაბამისი გადასახადი (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების ხარჯებს)
 
პროცედურა
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშების სათავო ოფისში გაგარინის 29ა, ქეთევან რამიშვილის სახელზე 26.03.2018 -მდე.
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 27 მარტამდე;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში პროდუქტი #1-ის გასწვრივ;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქეთევან რამიშვილს - 593114711
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=867&lang=geo 
ტენდერის კატეგორია:
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
 - 39500000 ქსოვილის ნივთები