ჩაბარების ვადა:

6 ივლისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4027 - ტენდერი დასუფთავების ტექნიკის, ინვენტარისა და სახარჯი მასალების მიწოდებაზე

  • გამომცხადებელი: ევექსის ჰოსპიტლები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 ივლისი 2018 დრო 09:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 ივლისი 2018 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების ტექნიკის, ინვენტარისა და სახარჯი მასალების მიწოდებაზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

გამარჯვებულ პირთან 1-წლიანი მოქმედების ხელშეკრულებას გააფორმებს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ შვილობილი კომპანია შპს „ევექს ლოჯისტიკა“.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 06 ივლისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება..

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 22 ივნისი 2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 06 ივლისი 2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 21 ივლისი 2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 02 აგვისტო 2018

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 6 ივლისი, 18:00სთ.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge 

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

დოკუმენტაცია

სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
დანართი #1 - განფასება დანართი #1 - განფასება
დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #4 - აფიდავიტი დანართი #4 - აფიდავიტი
დანართი #5 - ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში დანართი #5 - ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში
დანართი #6 - წარმოსადგენი ნიმუშების ჩამონათვალი დანართი #6 - წარმოსადგენი ნიმუშების ჩამონათვალი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, თქვენ ითხოვთ 500 000 ლარიან ბრუნვას, ხომ არ გაქვთ ფასთა კვლევა ჩატარებული, სულ რამდენი კომპანიაა დასუფთავების ტექნიკის იმპორტიორი, რომელსაც 500 000 ლარიანი ბრუნვა აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ კომპანიების დისკრედიტაცია იმ კომპანიებისა, რომელთაც არ აქვთ უკანასკნელ წელს აღნიშნული ბრუნვა. ასევე, რატომ არის თქვენთვის გადამწყვეტი ბრუნვა, როდესაც "X" ტექნიკის იმპორტიორი წელიწადში აკმაყოფილებდეს 500 000 ბუნვას, მაგრამ ჰქონდეს საშუალო ხარისხის ტექნიკა. მაშინ, როდესაც ევროპული პროდუქციის წარმომადგენელ კომპანიას ჰქონდეს შედარებით დაბალი ბრუნვა (ნაკლები გაყიდვა), სამაგიეროდ ყიდდეს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას. უმჯობესი ხომ არ იქნება, გემსჯელათ მხოლოდ მოთხოვნილი ან გამკაცრებული საგარანტიო პირობებით, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს პრეტენდენტების გაფილტვრას და თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარანტს.