
ჩაბარების ვადა:
12 მარტი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT409 - ფასთა გამოკითხვა დიზელ-გენერატორის შეძენაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესაძენი საქონელი:
მასალის დასახელება | ერთეული | მასალის რაოდენობა |
სამფაზა დიზელ-გენერატორი 300კვტ; 380ვ; 50ჰც | ცალი | 1 |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
- მოწოდების ვადები.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 12 მარტის 17:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი აღმაშენებლის ქ. #2, ოთახი #16;
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, მოწოდების ვადა, ხარისხი.
შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 13 მარტს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 595 906983 ირაკლი