
20 მარტი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT420 - ინტერესთა გამოკითხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე
აღწერილობა:
ბანკი რესპუბლიკა ატარებს ინტერესთა გამოკითხვას მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე.
ინტერესთა გამოხატვის მიზანია შეირჩეს საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე პრეტენდენტები, რომლებთანაც ბანკი იმუშავებს მომავალი წლის განმავლობაში.
სამუშაოთა ძირითადი მიმართულებები, რომელთა შესრულება მოუწევს კომპანიას შემდეგია:
- სამშენებლო
- ელექტროტექნიკური ნაწილი
- ვენტილაცია-კონდიცირება
- გათბობა
- წყალ კანალიზაცია
- გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
შერჩევა განხორციელდება პრეტენდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #1-ის სახით.
ინეტერსთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები არ არიან შეზღუდულნი წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია შეხედულებისამებრ.
ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შევსებული დანართი #1 წარმოადგინოთ ქვემოთ მითითებულ ორივე ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 20 მარტისა.
ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: „ინტერესთა გამოკითხვა ⇒სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები“
ბანკი რესპუბლიკა გისურვებთ წარმატებას.
საკონტაქტო პიროვნებები:
- ნინო ბობოხიძე - bobokhidze@republic.ge
- როსტომ ტალახაძე - Talakhadze@republic.ge