
30 მარტი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT434 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი“ ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების მიზნით იწვევს პირებს, ქ. თბილისში, რ. აგლაძის ქ. 32-ში (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 01.13.05.004.206):
ლოტი I: 168 გრძ. მეტრი საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე ინტერესის გამოსახატავად;
ლოტი II: 5400 მ2 მოედნის საფუძვლის მომზადებაზე ინტერესის გამოსახატავად;
ლოტი III: 5400 მ2 ფართზე 8 სმ. სისქის ფილაქნის დაგებაზე ინტერესის გამოსახატავად.
წინადადება უნდა მოიცავდეს: ხარჯთაღრიცხვას და მომსახურების შესრულების გრაფიკს.
დაწვრილებითი ინფორმაცია შესასრულებელ სამუშაოზე იხილეთ თანდართულ ფაილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- პრეტენდენტის მიერ შესრულებული მინიმუმ 5 მშენებლობის არსებობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები;
- ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია პრეტენდენტის (პრეტენდენტის პერსონალის) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ცხრილი: ჩამონათვალი, მოცულობა, პერიოდი);
- საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
წარმოსადგენი ინფორმაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების ფასი ყოველგვარი მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; წინადადებაში მოცემული, თითოეული სამუშაოს ღირებულება მითითებული უნდა იქნას ცალ-ცალკე.
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- წინადადების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი.
- ლოტებზე წინადადებები შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ცალ-ცალკე ან ერთად.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე (პირადად, ფოსტით ან ელ-ფოსტით, არაუგვიანეს 2015 წლის 30 მარტის 18:00 საათისა.
შპს „საქინვესტი“
მის: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. 32
ტელ: 234 75 87
ელ.ფოსტა: info@saqinvesti.ge
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში – 09:30-დან 18:30 სთ-მდე, ტელეფონის ნომრებზე: 235 56 23, 599516160; საკონტაქტო პირი: გიორგი გილაური.