ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5437 - ტენდერი 10 ცალი კონდიციონერის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს 10 ცალი კონდიციონერის შეძენაზე.

კონდიციონერის მოთხოვნილი მახასიათებლები

  • მდგომარეობა: ახალი;
  • ფრეონის ტიპი: R410

სიმძლავრე / რაოდენობა:

  • 24000 BTU/სთ - 1 ცალი
  • 18000 BTU/სთ - 1 ცალი
  • 12000 BTU/სთ - 8 ცალი

მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღე.

საგარანტიო პერიოდი: განისაზღვრება მინიმუმ 1 წლით.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: ტექნიკის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); საქონლის მიწოდების ვადას; საგარანტიო ვადას და შემოთავაზებული ტექნიკის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის ტექნიკის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).

შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • საგარანტიო ვადა
  • ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ოპერატიული მომსახურება
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.ge; tbochorishvili@imedil.ge; obregadze@imedil.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ბოჭორიშვილი,
მობ: 577552200

საკონტაქო პირი: ოთო ბრეგაძე,
მობ: 592984411

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები