ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5446 - ტენდერი საკუთარი სასკოლო კამპუსის ტერიტორიაზე ბაგებში (თბილისი), ასევე 2 დამატებითი ფლიგელის და სპორტული მოედნის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აგრძელებს მშენებლობას საკუთარი სასკოლო კამპუსის ტერიტორიაზე ბაგებში (თბილისი), იგეგმება 2 დამატებითი ფლიგელის და სპორტული მოედნის მშენებლობა.

მშენებლობის დამკვეთი ტენდერის პირველ საფეხურზე ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან შეასრულონ მითითებული სამუშაოები და ტენდერის შემდეგ ეტაპზე გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მიიღონ მოანაწილეობა.

  • მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დამატებითი შენობის აშენება/მიშენება.
  • მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
  • მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067.
  • შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
  • მშენებლობის დასაწყისი: 2019 წლის შემოდგომა
  • შენობის დასრულების ვადა: 2021 წლის დასაწყისამდე

სამუშაოს აღწერა:

  • არსებული შენობაზე 2 ფლიგელის მიშენება დაახლოებით 1.375 კვ.მ ბრუტო ფართით, ასევე სპორტული დარბაზის მშენებლობა 1.010 კვ.მ ბრუტო ფართით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური კონტრაქტორის ხელშეკრულება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოებზე, როგორებიცაა მაგალითად:

  • მიწის სამუშაოები/ფუნდამენტი
  • კარკასის მშენებლობა
  • გარე ფასადი/ფანჯრები/სახურავი
  • შიდა სამუშაოები (რემონტი)
  • ტექნიკით აღჭურვა (ელექტრო სამუშაოები, გათბობა, კონდიცირების სისტემა, წყლით მომარაგება და კანალიზაცია)
  • გარე სამუშაოები (ეზო/სათამაშო მოედნები)

გადახდის ფორმა:

  • წინასწარი გადახდის გარეშე
  • ყოველი თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ანგარიშის (ინვოისის) წარდგენა. ამის შემდეგ 30 დღის განმავლობაში მოხდება თანხის გადახდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირველი გადახდა მოხდება ყველაზე ადრე 2 თვეში.

ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 მსგავსი მშენებლობის გამოცდილება - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
  • მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
  • წლიური ბრუნვა მინიმუმ 9 მლნ. ლარი
  • ხელშეკრულების ხელმოწერისას 5% -იანი საბანკო გარანტიის გაცემის შესაძლებლობა
  • გაულესავ ბეტონთან (უმი ბეტონი) მუშაობის გამოცდილება
  • გერმანულ/საერთაშორისო სამშენებლო პირობებით მუშაობის გამოცდილება
  • საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა

დაინტერესებულმა პირმებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უნდა გამოგზავნონ სატენდერო წინადადება 2019 წლის 19 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: გიორგი ხუბულური (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) ელ. ფოსტა: verwaltung@deutscheschule.ge

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

  • კომპანიის პრეზენტაცია
  • სუბკონტრაქტორების სრული ჩამონათვალი რომლებიც ცალკეულ სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებენ
  • რეკომენდატორების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
  • კომპანიის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • კომპანიაში დასაქმებულთა ჩამონათვალი, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციით
  • ბოლო სამი ფისკალური წლის ფინანსური მიმოხილვა
  • დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახადო დავალიანება

ყველა სატენდერო წინადადების მიღების შემდეგ შედგება მოკლე სია იმ კომპანიებისა, რომლებიც გადავლენ ტენდერის მეორე საფეხურზე. შემდგომ ამ კომპანიებს გადაეგზავნებათ სრული სატენდერო დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა/ხარჯთაღრიცხვა, გეგმები და ა.შ.), ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ორი კვირის განმავლობაში მათ უნდა წარმოგვიდგინონ დეტალური ინფორმაცია სამუშაოს ღირებულების შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები