ჩაბარების ვადა:

7 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5448 - ტენდერი მესტიის მუნუციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ერთეული გზის პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ აღნიშნულ ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება www.nenskra.ge

სს „ნენსკრა ჰიდრო“ აცხადებს ტენდერს მესტიის მუნუციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ერთეული გზის პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე.

პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო საბუთები:

  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ქვეკონტრაქტორების ჩამონათვალი (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი (მსგავსი პროფილის ობიექტებზე აქცენტირებით)
  • არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებიდან, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული, ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ივნისი 18:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ნენსკრა ჰიდრო“, კ. მარჯანიშვილი ქ. #6, ქ. თბილისი, 0162.
  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას ბეჭდური სახით და ასევე მოწოდებული უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: procurement@nenskrahydro.ge
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები თუ მოსაკრებელი, სატრანსპორტო ხარჯები და სხვა.
  • სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა დამატებით ინფორმაციის მისაღებას გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
თორნიკე ჩომახაშვილი
მობ: 599 99 18 04 
ელ. ფოსტა: procurement@nenskrahydro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები