
18 ივნისი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT574 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე (1 წლის ვადით).
მომსახურების სახე:
სამედიცინო და უბედური შემთხვევისაგან კოლექტიური დაზღვევა.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- დებულება კონფიდენციალურობაზე და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
- სადაზღვევო პოლისის 3 ვარიანტი.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით (გთხოვთ ასევე წარმოადგინოთ ცხრილის ელექტრონული ვერსია CD დისკზე);
- ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა)
- გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
- ანგარიშსწორების პირობები;
- კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
- პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი;
- სადაზღვევო ბარათების მოწოდების ვადები და პირობები;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება (ადამიანური რესურსების და ადმინისტრაციული მართვის განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 18.06.2015 (18:00 სთ)
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
საკონტაქტო პირი:
სს „ბაზისბანკი“, ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული მართვის განყოფილება
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი –ნათია შუბლაძე
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+ 141)
ელ.ფოსტა: natia.shubladze@basisbank.ge