
ჩაბარების ვადა:
26 ივნისი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT598 - ტენდერი საოფისე კომპიუტერული ტექნიკის მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო“ აცხადებს ტენდერს საოფისე კომპიუტერული ტექნიკის მოწოდებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ფასების ცხრილი, სადაც დეტალურად უნდა იქნას აღწერილი საქონლის ძირითადი მახასიათებლები (მწარმოებლის ან/და საფირმო ნიშნის და კონკრეტული მოდელის მითითებით) და, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებს.
- სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა - 2015 წლის 26 ივნისი.
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი.
- პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს აპარატურის მოწოდების .
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული აპარატურის მწარმოებლის მინიმუმ ორი სერვის ცენტრის არსებობის შესახებ საქართველოში.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქონლის მიწოდების განხორციელების გამოცდილება. (წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური მიწოდების შესახებ).
- წინადადებაში მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, უფლებამოსილი და საკონტაქტო პირის სახელი და გვარი.
- მომწოდებელმა/ტექნიკის მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს რეაგირება საგარანტიო და მხარდაჭერის მომსახურებაზე ინციდენტის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 48 საათში.
- საგარანტიო ვადა: საქონელზე ქარხნული გარანტია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს.
- ანგარიშსწორების პირობები:
1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
2. ანგარიშსწორება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში; - შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, შემდეგ მისამართზე: - ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი / ბოჭორმის ქუჩა 50/18
თანდართული დოკუმენტები
- სპეციფიკაციები (DESC_GEO_Lot 3. Office Equipment (Desktop, Printers, Etc).docx)
შენიშვნა: სპეციფიკაციებში მოყვანილი ტექნიკა არის მაგალითი მიიღება ნებისმიერი მწარმოებლის ბრენდირებული ტექნიკა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ, სატენდერო განაცხადი და განახლებული ამონაწერი სამეწამრეო რეესტრიდან მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ლეონიძის ქ. 1, 0105, თბილისი, საქართველო; ტელ.: (+995 32) 229 22 22. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა - 2015 წლის 26 ივნისი.
კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- მისამართი
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი)
- ლოტის დასახელება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი
შენიშვნა:
- ბანკი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;
- წარმოდგენილი საბუთები პრეტენდენტებს უკან არ დაუბრუნდებათ.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა
- შერჩეულ კანდიდატებთან შეხვედრა/შერჩევა
შერჩევის კრიტერიუმები
- ხარისხი
- ღირებულება
- კომპანიისა და პროდუქციის რეპუტაცია და გამოცდილება შესაბამის სფეროებში
- საგარანტიო პირობები
- გადახდის პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :
ელ-ფოსტა: tenders@ibaz.ge
ტელ. (+995 32) 229 22 22 Ext. 1001
საკონტაქტო პირი: გიორგი კორსანტია