
10 სექტემბერი 2015, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT659 - ტენდერი ტალავერის მოწყობაზე გურჯაანში
ტენდერის აღწერილობა:
მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org
საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განცახადი შემდეგი საკითხებზე:
ტალავერის მოწყობა გურჯაანში
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.
მისამართი: მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისი.
ქ.თბილისი, გ. გეგეჩკორის ქუჩა # 6.
საკონტაქტო პირი:
დავით მერაბიშვილი, 599 248 300 შესყიდვებისა და ლოჯისტიკის უფროსი ოფიცერი
მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის.