
7 აგვისტო 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT662 - ტენდერი არქიტექტურული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ბანკი „რესპუბლიკა“ სოსიეტე-ჟენერალი აცხადებს ტენდერს არქიტექტურული (ინტერიერის დიზაინის ჩათვლით) მომსახურების შესყიდვის მიზნით. გთხოვთ სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილში.
წინადადების გამოგზავნის წესი:
კომპანიების მიერ შემოთავაზება ბანკ „რესპუბლიკას“ ეგზავნება ცხრილი #1-ით გათვალისწინებული ვადების მიხედვით:
- ტენდერის პირველი ეტაპი - შემოთავაზებების მიღება ღირებულების მითითების გარეშე - არაუგვიანეს 07/08/2015-ის 17:00 საათისა;
- ტენდერის მეორე ეტაპი - შემოთავაზებების მიღება ღირებულების მითითებით - 17/08/2015-ის 17:00 საათისა;
შერჩევის ორივე ეტაპზე წინადადება მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში და მოწოდებული შემდეგ მისამართებზე:
ქალაქი თბილისი, გრ. აბაშძის ქ. #2, I სართული, კანცელარია.
პრეტენდენტების მიერ სატენდერო პროცესთან დაკავშირებით კითხვები შესაძლოა დაისვას წერილობითი ფორმით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:
ტენდერის პირველი ეტაპისათვის კითხვების დასმის ბოლო ვადაა 05 აგვისტო, 17:00 საათი;
ტენდერის მეორე ეტაპისათვის კითხვების დასმის ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 17:00 საათი.