ჩაბარების ვადა:

3 მარტი 2020, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T6668 - ტენდერი მარნეულში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) აცხადებს ტენდერს მარნეულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დევნილთა კერძო საკუთრებაში არსებულ 31 მიწის ნაკვეთზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დევნილთა კერძო საკუთრებაში არსებულ 31 მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთების შეღობვის, აშენებული საცხოვრებელი სახლების ექსპულატაციაში მიღებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისათვის საჭიროა:

  • 31 მიწის ნაკვეთის დაკვალვა (საზღვრების დადგენა).
  • მიწის ნაკვეთების კორექტირება (საჭიროების შემთვევაში 31-ვე მიწის ნაკვეთის) და გენერალურ გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • 31 მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლების კოორდინატების აღება.
  • 31 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება (ფურცლის და ელ.ვერსია).

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, გთხოვთ, წარმოადგინოთ ფას(ებ)ის კვოტირება მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანდართული დოკუმენტების შესაბამისად: დანართი A - სამუშაოების შესრულების გრაფიკი, დანართი B-გენერალური გეგმა.

  • შემოთავაზების ფორმა RFQ-GEO-001591- სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული; გთხოვთ, არ დაამრგვალოთ თანხა და ყვითლად მონიშნული ყველა გრაფა შეავსოთ.
  • დანართი A - სამუშაოების შესრულების გრაფიკი უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების გრაფიკს - ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული.
  • დანართი B - გენერალური გეგმა - არ საჭიროებს ხელმოწერას, მაგრამ იმის ნიშნად, რომ გაეცანით, უკან გამოგზავნილი დოკუმენტაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.
  • CT -02 procurement Supplier Profile and  Registration form. - შევსებული და ხელმოწერით დადასტურებული.
  • CT -23 Procurement Supplier Code of Conduct form. - ხელმოწერით დადასტურებული

შემოთავაზების ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, შემომთავაზებელმა შემოთავაზების ფორმა ყველა თანდართული დოკუმენტით უნდა წარმოადგინოს დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოს შემომთავაზებელი კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი RFQ-GEO-001591

შემოთავაზების ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, შემომთავაზებელმა უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი RFQ-GEO-001591 ი-მეილის საგნის ველში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის თარიღი: 2020 წლის 3 მარტის 12:00 საათი.
  • შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: GEO-TBS-Procurement@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. N 37დ, 0179, თბილისი, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები