ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6672 - ფასთა გამოკითხვა პროექტების შეფასების მოდულის დასანერგად

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას პროექტების შეფასების მოდულის დასანერგად.

აღნიშნული მოდულის/პლატფორმის მოკლე აღწერილობა:
პროექტების შეფასების მოდული ფუნქციონალი უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • ორგანიზაციული სტრუქტურა (თითოეული დეპარტამენტიდან პასუხისმგებელი და მისი ხელმძღვანელი პირი);
  • შეფასების მოდულს ჰქონდეს ადმინისტრირების და მომხმარებლის ინტერფეისები;
  • შეფასების დაწყების ინიცირება, სისტემაში ცვლილებების და შესწორებების შეტანის შესაძლებლობა:
  • მოდულის მეშვეობით შესაძლებელი იყოს:
  • პროექტების შეტანა - საწყისი სიის განსაზღვრა;
  • შესრულების ვადების, პრიორიტეტები მითითება;
  • ხელმძღვანელთან დადასტურებაზე გადაგზავნა;
  • განსაზღვრულ ვადაში ცვლილებების შეტანა - პროექტის რედაქტირება ვადის/წონის ცვლილება;
  • შეფასების პერიოდში თვითშეფასების ქულის დაწერა შესრულებული პროექტების მიხედვით; კომენტარების ველი/პროექტის დეაქტივაცია;
  • განსაზღვრულ ვადაში ხელმძღვანელის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება
  • ადმინისტრატორებს შეეძლოთ ანგარიშგების ამოღება
    - თითოეული პასუხისმგებელი პირის მიხედვით განსაზღვრული თარიღისთვის;
    - შეფასების სტატუსის, ეტაპის, ქულის მიხედვით
    - უარყოფილი, შეცვლილი პროექტების ჩამონათვალის შემოწმება
  • ყოველ ეტაპზე შესაძლებელი იყოს, რომ პასუხისმგებელ პირებს მიუვიდეთ შეტყობინება/შეხსენება შესასრულებელი ეტაპის შესაბამისად.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შეთავაზება მითითებული სპეციფიკაციებით და პროექტის ღირებულებით.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

  • მსგავსი პროგრამის შექმნის და პრაქტიკაში განხორციელების გამოცდილება;
  • რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია;                                                    
  • სამუშაოს შესრულების საორიენტაციო ვადა.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დოკუმენტაცია წარმოადგინოთ დალუქული პაკეტით 2020 წლის 06 მარტის 18:00 საათამდე ირჟი კონეჩნის სახელზე, მისამართზე ქ. თბილისი 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #19, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სათაო ოფისი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
შესყიდვების სპეციალისტი: ნათია მეგრელიშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
მობ: 577 35 17 35

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები