
18 სექტემბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT738 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგფადოება „საქკაბელი“აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე (1 წლის ვადით).
ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, სასურველია ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:
- ჰოსპიტალური და ამბულატორული მკურნალობა
- პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება
- სტაციონარული სამედიცინო მომსახურება
- ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა
- მედიკამენტური მკურნალობა
- პროფილაქტიკური შემოწმება
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- სტომატოლოგია
ოჯახის წევრების (მეუღლე და ნებისმიერი ასაკის შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და ნათესავების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ ნათესავებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).
- სიცოცხლის დაზღვევა.
- სამოგზაურო დაზღვევა.
აუციელბელი პირობა:
სადაზღვეო კომპანიას უნდა უნდა გააჩნდეს პროვაიდერი კლინიკები როგორც თბილისში, ასევე ქ. ზესტაფონში.
თანამშრომლების რაოდენობა 160 ადამიანი.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- რეკვიზიტები;
- ფასების ცხრილი (პრეტენდენტმა უნდა წამოადგინოს ყველა არსებული პაკეტის ფასების ცხრილით)
- ანგარიშსწორების პირობები
ფასები უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალიუტაში, დღგ-ს ჩათვლით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი სატენდერო წინადადება შემდეგ ელექტრონულ მისალამრთზე: g.khudoian@sakcable.ge
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი 2015 წ. (18:00 საათამდე)
ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ გენერალურ დირექტორის მოადგილეს, ბატონ გოჩა ხუდოიანს. ტელ: 222 14 18 (202)