
10 ოქტომბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT746 - კონკურსი ადმინისტრაციული შენობის ფასადის დიზაინზე
კონკურსის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული შენობის ფასადის დიზაინზე.
შენობა არის საოფისე დანიშნულების, ადმინისტრაციული ტიპის, მდებარეობს ქ. თბილისში, გაზაფხულის ქ. #14-ში (ფოტოები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- წარმოდგენილი ფასადის დიზაინის გადაწყვეტა მხოლოდ სამღებრო სამუშაოებით;
- დიზაინი უნდა გვთავაზობდეს არსებული შენობის ფასადის გადაწყვეტას/ტრანსფორმაციას თანამედროვე, ორიგინალურ და ნათელ ფერებში.
დაინტერესებულმა პირმა ზემოაღნიშნული შენობის ფასადის დიზაინი უნდა წარმოადგინოს ფოტომონტაჟი-რენდერის სახით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
შეფასების კრიტერიუმები:
- ფასადის დიზაინი უნდა იყოს ინოვაციური, თანამედროვე, ორიგინალური და ნათელ, მხიარულ ფერებში.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ უფლებამოსილია კონკურსში წარმოდგენილი იდეები გამოიყენოს შეხედულებისამებრ.
ფულადი პრიზი: 3 000 (სამიათასი) ლარი.
ვადები: საკონკურსო წინადადებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2015 წლის 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 29 03 38; 2 91 26 07.