
6 ოქტომბერი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT770 - ტენდერი ხის მეორადი პალეტის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/178
ბ) დანიშნულება : ხის მეორადი (ევროპული) პალეტის შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
შენიშვნა: შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს პალეტის ორ ზომაზე: 80X120 და 100X120
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2015 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან 2 სამუშაო დღეში;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 15 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 29.09.2015 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 06.10.2015 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ: თეკლა მურვანიძე შესყიდვების დეპარტამენტი ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com