
10 ოქტომბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT774 - ტენდერი საოფისე ავეჯის დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს/ს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ აცხადებს ტენდერს საოფისე ავეჯის დამზადებაზე
დასახელება
- საოფისე მაგიდა 1 კაციანი - 50 ცალი
- საოფისე მაგიდა 2 კაციანი - 11 ცალი
- საოფისე მაგიდა 4 კაციანი - 2 ცალი
- სამზარეულო ფურნიტურით - 1 კომპლექტი
- სამზარეულოს მაგიდა - 1 ცალი
- კარადა ღია თაროებით - 3 ცალი
- კარადა კომბინირებული - 3 ცალი
- საკონფერენციო მაგიდა ოვალური - 1 ცალი
- საკონფერნეციო მაგიდა (2 განყოფილებიანი) - 1 ცალი
- დესკის მაგიდა - 2 ცალი
- ხის ტიხარი - 1 ცალი
პუნქტების მიხედვით მოთხოვნილი ავეჯის ნახაზები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში
გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში
ავეჯის ფერი მითითებულია ფოტოებში
შენიშვნა: ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კომპანიების შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირისრეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14სამუშაო დღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაშიმითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ 3; და ადგილი; მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
- მომსახურების შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერგაცემული);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.
პრეტედენტ(ებ)მა პროექტის გადაცემიდან 5 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:
- სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად), შესრულების ვადასა და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას.
- სატენდერო წინადადების უზრუნველსაყოფად პრეტედენტებს მოეთხოვებათ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის წარმოდგენა, სატენდერო წინადადების ღირებულების 5%–ის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე),
- წინადადებები მიიღება მხოლოდ დალუქული კონვერტებით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით
სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების 5 ან 10 % ოდენობით მოთხოვნილი თანხიდან გამომდინარე.
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით. (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით)ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ თანხის დაკავებით
- ს/ს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ” იტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 5 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება; (სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად; შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების და მონტაჟის ხარჯებს)
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 5 ოქტომრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ტატიშვილის ქ. #3-5 (მელიქიშვილის 10) დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა).
საკონტაქტო პირები:
- თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577552200 ან 577395555 ელ. ფოსტა; tbochorishvili@imedil.ge