
13 ოქტომბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT777 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის თაობაზე
შესყიდვის ობიექტის დახასიათება: დიდი ხნის პერიოდით ნაყარი სამშენებლო ნარჩენების გატანა. დაახლოებით 400 მ3.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge ან/და t_chichua@giec.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 13 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე
შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 14-15 ოქტომბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.