
19 ოქტომბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT787 - ტენდერი 3000 კვადრატული მეტრი გზის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს საქინვესტი” აცხადებს ტენდერს 3000 კვადრატული მეტრი გზის მოწყობაზე
შესასყიდი მომსახურებების ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა N32.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია;
- შესასრულებელი სამუშაოების განფასება და შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge ან/და t_chichua@giec.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 19 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე.
გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-60%; შესრულების ვადა - 20%; გამოცდილება - 10%; გადახდის პირობა - 10%.
შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 20 ოქტომბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა; 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე