
ჩაბარების ვადა:
26 ოქტომბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT800 - ტენდერი ბანკომატების უწყვეტი კვების წყაროს შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკომატების უწყვეტი კვების წყაროს შეძენაზე;
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ მოცემული მოდელის მიხედვით:
- 15 ერთეული (1 ერთეული მოიცავს 1 ერთეულ უწყვეტ კვების ბლოკს და 2 ერთეულ აკუმლატორს);
სპეციფიკაციები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
- ანგარიშსწორების პირობები
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი 2015 წ. 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ტენდერი უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე).
სს ”ლიბერთი ბანკი”
საკონტაქტო პირები:
591 28 42 02 ირაკლი ადამაშვილი
595 11 30 71 ოთარ ორბელაშვილი