
ჩაბარების ვადა:
30 ნოემბერი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT867 - ტენდერი დანადგარების დეზინფექციისა და წმენდის მომსახურებაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკუმენტს დაემატა სააპლიკაციო ფორმა.
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:ნომრით #-EF-GE/191
დანიშნულება : დანადგარების დეზინფექციისა და წმენდის მომსახურებაზე
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ :
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- სერვისის დამატებითი პირობები (ინგლისურ ენაზე);
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- თუ მომსახურების გაწევა არასაკმარისი სადეზინფექციო საქონლის გამო შეფერხდება, შემსყიდველი დააკისრებს მომწოდებელს ჯარიმას-თვის წარმადობის 10%-ის სახით;
- მომწოდებელმა უნდა იქონიოს 30 დღიანი საჭირო ქიმიური საშვალებების ნაშთი ლუდსახარში ნატახტრის საწყობში და ასევე სეზონის პერიოდში (მაისი, ივნისი, ივლისი) 3 თვიანი საქონლის ნაშთი საკუთარ საწყობში საქართველოს ტერიტორიაზე ;
- სერვისის შესასრულებლად საჭირო ქიმიურ საშვალებებს უნდა ქონდეს სპეციალური მარკირება;
- კომპანიამ სერვისის შესრულებისთვის საჭირო საქონლის მოწოდების დროს უნდა წარმოადგინოს საქონლის სპეციფიკაცია და სერთიფიკატები;
- მომსახურე კომპანიამ უნდა გამოყოს კვალიფიციური წარმომადგენელი, რომელიც ყოველღდიურად იქნება ქარხანაში და მონიტორინგს გაუწევს კონტრაქტის ფარგლებში განსაზღვრულ პირობებს;
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- სერვისის ღირებულება მოცემული უნდა იყოს მატრიცულად, წარმოებული ჰექტოლიტრების მიხედვით;
- მომსახურეობა გაწეულ უნდა იქნას 2016 წლის განმავლობაში;
- გადახდის პირობები: ინვოისის გამოწერიდან 90 სამუშაო დღეში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.11.2015 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 30.11.2015 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა მურვანიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com